14 ნოემბერს 16:00 საათზე ხონის კულტურის ცენტრში ნანა მჭედლიძის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
“ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნანა მჭედლიძის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული წარმომადგენლის, ნანა მჭედლიძის შემოქმედებითი მემკვიდრეობისა და განვლილი ცხოვრების გახსენება კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას, პატივი მივაგოთ მის განსაკუთრებულ ღვაწლსა და ქართულ კულტურაში დატოვებულ კვალს.”- ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს .
ნანა მჭედლიძე იყო გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი.
მისი შემოქმედება გამოირჩევა განსაკუთრებული იუმორით, სითბოთი და ეროვნული ხასიათების სიღრმისეული ჩვენებით. რეჟისორს შესწევდა უნარი, ყოფითი ისტორიები მაღალმხატვრულ კინოენად ექცია.
მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შემდეგ ფილმებს:
- „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ (1967) — ნოველა, რომელმაც რეჟისორს პირველი დიდი აღიარება მოუტანა.
- „პირველი მერცხალი“ (1975) — სევდიანი იუმორით გაჯერებული ფილმი საქართველოში პირველი საფეხბურთო გუნდის შექმნაზე, რომელმაც თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი „ოქროს ვერძი“ დაიმსახურა.
- „ნამდვილი თბილისელი და სხვები“ (1976) — კინოალმანახი, რომელიც თბილისური ყოფისა და ხასიათების კალეიდოსკოპს ქმნის.
- „იმერული ესკიზები“ (1979) — ნანა მჭედლიძის სავიზიტო ბარათი. ამ ფილმში მან არა მხოლოდ რეჟისორისა და სცენარისტის ამპლუა მოირგო, არამედ თავადვე შეასრულა ბებია მარიამის დაუვიწყარი როლი.
ნანა მჭედლიძემ ქართულ კინოსა და თეატრში შეტანილი წვლილისთვის არაერთი სახელმწიფო და საერთაშორისო ჯილდო მიიღო:
- 1983 წელი — მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
- 1996 წელი — დაჯილდოვდა ღირსების ორდენით…
დიდი ხელოვანი 2016 წლის მარტში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.