კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილი დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის მხრიდან თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა. კულტურის სფეროს წარმომადგენლები მომხდარს გელათის ტაძრის რესტავრაციას უკავშირებენ.
“ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, რომ კულტურის მიმართულებით ქვეყანას იმაზე დიდი პრობლემა არ ჰქონია, რაც გელათის კრიზისია. მისი თქმით, ანთაძის თანამდებობის დატოვება სწორედ ამას უკავშირდება.
ბარათაშვილი ასევე ამბობს, რომ გელათის პრობლემას მხოლოდ ერთი ადამიანის თანამდებობის დატოვება ვერ მოაგვარებს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ საქმეში დროულად ჩაერთონ უცხოელი ექსპერტები, რომლებიც ხელახლა დაწერენ გელათის რესტავრაციის გეგმას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე თანამდებობიდან გუშინ, 21 აპრილს გადადგა.
არსებული ინფორმაციით, ანთიძის განცხადება წასვლის თაობაზე, უკვე დააკმაყოფილა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
წყარო : “მთავარი”.