ბათუმის ნარკოლოგიურის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიიყენა. ირკვევა, რომ ის დაწესებულებაში ყოფილ მეუღლესთან მივიდა, რომელიც სამედიცინო ცენტრის დირეტორია.
სხვადასხვა დაზიანებით კაცი კლინიკა ბაუშია მოთავსებული. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
ტვ პირველის ინფორმაციით მას ყოფილ მეუღლესთან მშვიდი საუბარი ჰქონდა, რომლის დასრულების შემდეგ, კაცი მანქანიდან გადავიდა და უამრავი თვითმხილველის, მათ შორის პოლიციელების თვალწინ, გასროლა განახორციელა.