საქართველოში ჩვენ ვაკვირდებით კანონის უზენაესობის ეროზიას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას -ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტში 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას, საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, თუმცა თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს შეცვლის, ევროპისკენ გზა ღია რჩება.
„საქართველოში ჩვენ ვაკვირდებით კანონის უზენაესობის ეროზიას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით. ევროპის გზა რჩება გახსნილი თუ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლის კურსს და კვლავ ერთგული იქნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური უფლებების. ჩვენი ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფების უცვლელია“, – განაცხადა მარტა კოსმა.










