LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მინდა მოქალაქეებს ვახარო, რომ კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია-ირაკლი ღარიბაშვილი

,,მსოფლიო ბაზარზე 95 დოლარზეა ჩამოსული ნავთობის ფასი, ლარიც გამყარებულია დოლართან მიმართებაში -ირაკლი ღარიბაშვილი

დაპოსტა 2022/04/11-ში
A A
121
ნახვა
გაზიარება

 ირაკლი ღარიბაშვილი – მსოფლიო ბაზარზე 95 დოლარზეა ჩამოსული ნავთობის ფასი, ლარიც გამყარებულია დოლართან მიმართებაში, ამიტომ, ძვირფასო საწვავის იმპორტიორებო, მაქვს მოლოდინი, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ საწვავის ფასების კორექტირებას

 მსოფლიო ბაზარზე 95 დოლარზეა ჩამოსული ნავთობის ფასი, ლარიც გამყარებულია დოლართან მიმართებაში, ამიტომ, ძვირფასო საწვავის იმპორტიორებო, მაქვს მოლოდინი, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ საწვავის ფასების კორექტირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ძალიან მალე საწვავზე ფასებიც შემცირდება საქართველოში და რაც მალე დაიწყება ეს პროცესი, უკეთესი იქნება.

„მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში, თავიდან იყო შოკური მდგომარეობა საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის ნავთობის ბაზარზე, ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა, დაახლოებით 70%-ით და 140 დოლარზე ავიდა, თითქმის გაორმაგდა, 70-80 დოლარი იყო და ძალიან დიდი ცვლილება მოხდა ამ ბაზარზე. რა თქმა უნდა, ვინაიდან ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, პრაქტიკულად ყველაფერი შემოგვაქვს უცხოეთიდან, ჩვენ არ ვართ ნავთობპროდუქტების მწარმოებელი, ბუნებრივია, ფასებმა ჩვენთანაც მოიმატა, ისე, როგორც მთელს მსოფლიოში, ამერიკაში, ევროპაში, ყველგან პრაქტიკულად მოიმატა ნავთობის ფასებმა, მათ შორის მწარმოებელ ქვეყნებშიც. ბუნებრივია, საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი. გახსოვთ, ომის დაწყებიდან მალევე, 1-2 კვირაში ლარიც გაუფასურდა და ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია ფასებზე. თუმცა, ნახეთ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ კოორდინირებულად მოვახდინეთ ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე, სიტუაცია მკვეთრად დასტაბილურდა, 3,05-ზე, თითქმის 3.00-ზეა ჩამოსული ლარის კურსი დოლართან მიმართებაში. ვითარება დასტაბილურებულია, დავიჭირეთ სიტუაცია, მაქსიმალურად კონტროლდება, არავითარი პრობლემა არ არის, შემოდინებები გრძელდება, ტურიზმი ძალიან იზრდება, ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ზოგადად, ეკონომიკაში გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ექსპორტი იზრდება და ყველა ეს პარამეტრი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ბოლო ინფორმაციით, ნავთობის ფასები, მსოფლიო ბაზარზე შედარებით შემცირებულია, 95 დოლარზეა ჩამოსული და ლარიც გამყარებულია დოლართან მიმართებაში. ამიტომ, მე მაქვს მოლოდინი, ძვირფასო მეგობრებო და ძვირფასო საწვავის იმპორტიორებო, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ საწვავის ფასების კორექტირებას. ვიცი, რომ არსებობს ამის თაობაზე მოლოდინი, რომ ძალიან მალე საწვავზე ფასებიც შემცირდება საქართველოში და რაც მალე დაიწყება ეს პროცესი, უკეთესი იქნება. ვიცი, რომ დაიწყეს სხვა ჯგუფებმა შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანაც. ჩვენ აქაც უნდა გავხსნათ პროცესი, როგორც მედიკამენტების შემთხვევაში გავაკეთეთ, ყველას უნდა მიეცეს საშუალება, შემოიტანოს ნავთობი და საწვავი, რათა მეტი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება48

დაკავშირებული -პოსტები

გუდაურში, ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გუდაურში ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა
მთავარი

26 წუთიანი რეანიმაცია და დაბრუნებული გულისცემა - კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის მე-5 ფილიალში გამოძახება შევიდა ლოზუნგით „არტერიული ჰიპერტენზია“. 1709 ბრიგადა უკვე გამოძახების ადგილთან ძალიან ახლოს იყო,...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა
მთავარი

„საშინელი ტრაგედია ტრიალებს“ - ცნობილია სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა. ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძეა. - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. როგორც უკვე ვწერდით, გუშინ სამტრედიაში...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი
მთავარი

ათენის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქის ტურისტულ რაიონში აფეთქება პარასკევს მოხდა, რის შედეგადაც, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი...

დაწვრილებითDetails

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
„A“ ლიგისთვის მზად არ ვართ” – ვილი სანიოლი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2028 წლის ბოლომდე ნაკრებს ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში მატარებელი 21 წლის ბიჭს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

„ადგილზე საშინელი სურათი იყო“ - სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. „მთავარი ამბების“ ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან ერთად, სავარაუდოდ, გურიაში მიდიოდა. გზად მანქანა გააჩერეს, რის...

დაწვრილებითDetails

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები...

დაწვრილებითDetails

დუშეთში ორი ადამიანი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჭრილი მამაკაცები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც უწყება...

დაწვრილებითDetails

თბილისში დაკარგული სკოლის 2 მოსწავლე იპოვეს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
თბილისში დაკარგული სკოლის 2 მოსწავლე იპოვეს
მთავარი

ვაკეში დაკარგული ბავშვები იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დაკარგული ბავშვის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ N54 საჯარო სკოლის 2 პირველკლასელი მოსწავლე დაიკარგა. "დღეს, ფალიაშვილის ქუჩიდან,...

დაწვრილებითDetails

სწავლა შეწყდა წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სწავლა შეწყდა წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. - ინფორმაციას გვერდი  "ამბები ქუთაისიდან" ავრცელებს. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. სკოლაში 90 მოსწავლე ირიცხება, რომლებიც ამ დროისთვის ონლაინრეჟიმში სწავლობენ. განიხილება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"