,,დღეს მოვფრინავ თბილისში ბედნიერი და გახარებული”, – ხათუნა ჟორდანიამ მძიმე სენი დაამარცხა.
მან გულშემატკივრებს სასიხარულო ამბის შესახებ ფეისბუქის პირდაპირი ეთერით აცნობა.
“ვიყავი ექიმთან და აბსოლუტურად გამოჯანმრთელებული ვარ. ეს ჩართვა გავაკეთე მხოლოდ იმისთვის, რომ ვიცი ის ადამიანები, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან, ვიცი, რა მძიმეა იმ გზის გავლა და რამხელა ნუგეშია, როდესაც გაიგებ, რომ ვიღაც გამოჯანმრთელდა.
ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი. არ დაყაროთ ფარ-ხმალი და იბრძოლეთ ბოლომდე.
როდესაც განწყობას შეიქმნით, რომ ყველანაირი დაავადების დამარცხება შეგიძლიათ, დამიჯერეთ, ეს ასეც მოხდება. ალბათ, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა.
ვინც მწერთ და მილოცავთ, მიყვარხართ ყველა. თუ რაიმე რჩევა დაგჭირდებათ, არ მოგერიდოთ, მომწერეთ.
დიდი მადლობა სიყვარულისთვის, კეთილი სიტყვებისთვის.
კიბო განაჩენი არ არის. ვინც ეს ვერაგი დაავადება ვერ დაამარცხა, დამიჯერეთ, როდესაც თავს დააჯერებთ, რომ როდესაც ეს სიმძიმე შეგიძლიათ გადალახოთ, გადალახავთ”, – განაცხადა ხათუნა ჟორდანიამ “ფეისბუქჩართვაში”.
ცნობისთვის, ხათუნა ჟორდანია მარჯვენა ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნის მეოთხე სტადიას ებრძოდა.









