„სწორედ ქუთაისში გადავწყვიტე რომ დავუბრუნდე მუსიკას და ალბათ ამით მივიღე სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩემგან კარგი გეოლოგი ვერ გამოვიდოდა” – განაცხადა ლეგენდარულმა კომპოზიტორმა გია ყანჩელმა 2015 წელს “მეგა ტვ”-თან ინტერვიუს დროს.
60 კინოფილმისა და ბევრად მეტი თავისუფალი სპექტაკლის კომპოზიტორი, გია ყანჩელი, რომლის შემოქმედებაც შედევრად იქცა მსოფლიო მუსიკის ავანგარდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება. კომპოზიტორი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს იგი ქუთაისში გაიხსენეს.