LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ის უღალატებს მთელ ევროპას-კუბილიუსი

მინდა მივულოცო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ბოლო ინიციატივები-კუბილიუსი

დაპოსტა 2024/07/12-ში
A A
36
ნახვა
გაზიარება

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს მოსახლეობას ღია წერილით მიმართავს და აღნიშნავს, რომ ქართველი ამომრჩევლის ხელშია ქვეყნის ევროპული მომავალი, რაც ევროკავშირში გაწევრიენებასა და დემოკრატიის გათავისუფლებას მოიცავს.

კუბილიუსი ვრცელ წერილში ოპოზიციის ერთობასაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროევროპულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ეს ერთობა შეინარჩუნონ, რადგან მისივე თქმით, ქართული ოცნება მის ჩამოშლას შეეცდება.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზა ქართული ოცნების ანტიევროპული ქმედებებისა და პოზიციების გამო შეჩერებულია; ამიტომ, კუბილიუსი ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების მნიშვნელობაზეც საუბრობს.

“როგორც საქართველოს და მისი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის მტკიცე მხარდამჭერი, მინდა მივულოცო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ბოლო ინიციატივები. ეს ინიციატივები – განხორციელების შემთხვევაში – დააბრუნებს საქართველოს რეალური დემოკრატიის გზაზე, ოლიგარქიული ტყვეობისგან თავისუფალ გზაზე და ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც ახლა ევროკავშირის მიერ შეჩერებულია ქართული ოცნების ანტიევროპული ქმედებებისა და პოზიციების გამო – მთავრობის [გამო].

ამ დროისთვის აშკარაა, რომ ქართული ოცნების მთავრობასთან ერთად ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ვერ დაუბრუნდება. ამიტომ, საქართველოს პარლამენტის მოახლოებული არჩევნები, რომელიც ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, ქართველი ამომრჩევლისთვის ამ დაბრუნების უნიკალურ და გადამწყვეტ შესაძლებლობად იქცევა. ეს ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქართველი ამომრჩეველი ქართულ ოცნებას ქვეყნის მომავალი ხელისუფლებიდან გარიცხავს. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, საქართველოს პროევროპული ოპოზიცია არჩევნებზე უნდა მივიდეს ერთიანი, მკაფიო და შეთანხმებული დღის წესრიგით, თუ როგორ უნდა განთავისუფლდეს ქვეყანა ოლიგარქიული დაპყრობისგან, კრემლის გავლენისგან და როგორ დააბრუნოს ქვეყანა ამბიციურ გზაზე, შესრულდეს ქართველი ხალხის ნება ევროპულ ოცნებაზე. […]

ოპოზიციური პარტიების ცალსახა განცხადება ქართული ქარტიის ირგვლივ გაერთიანების შესახებ, ნიშნავს მათ პოლიტიკურ ნებას ერთობლივად ეძიონ ერთი და იგივე უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზნები: გაათავისუფლონ დემოკრატია ოლიგარქების ტყვეობიდან და დააბრუნონ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის მცდელობა არა მარტო ქართველი ხალხისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, რადგან ასე შეიძლება ევროპა გახდეს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდი.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არამარტო გამოაცხადეს პოლიტიკური ერთობა, არამედ აიღეს პასუხისმგებლობა პრაქტიკულად შეასრულონ ეს ერთობა საქართველოს განსხვავებული მომავლისთვის. შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა დადეს პირობა, რომ შექმნიდნენ სამთავრობო კოალიციას არჩევნების შემდეგ, არ ითანამშრომლებდნენ ქართული ოცნების არცერთ ინიციატივასთან და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში შეთანხმდნენ ერთიან კანდიდატზე. ეს არის ევროპული გზა იმისა, თუ როგორ იქცევიან პოლიტიკური პარტიები ევროკავშირის პარლამენტებში – არჩევნებამდე ისინი ამომრჩეველს ნათლად და გამჭვირვალედ უცხადებენ, თუ როგორ შექმნიან კოალიციას არჩევნების შემდეგ და რა მიზნებს ისახავს ასეთი კოალიცია.

ოპოზიციის ასეთი სერიოზული დამოკიდებულება ერთიანობის დეკლარაციაში ნაკისრი ვალდებულებების მიმართ, დამატებით იმედს აჩენს, რომ ორი გაერთიანებული ბლოკი ასევე ერთგული დარჩება იმ პირობის, რომ არ შეუტიონ ერთმანეთს საარჩევნო კამპანიის დროს და დაიცავენ პოლიტიკური ეთიკის ევროპულ სტანდარტებს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება, რადგან სრულიად ცხადია, რომ ქართული ოცნება ყველა ჰიბრიდულ ხრიკს გამოიყენებს, რათა უთანხმოება მოახდინოს ოპოზიციის ერთიანობის დასანგრევად.

ქართულმა საზოგადოებამ არაერთხელ აჩვენა, რომ მათ აქვთ საკმარისი გამბედაობა და პოლიტიკური ნება დაიცვან თავიანთი თავისუფლება, დემოკრატია და თავიანთი უფლება ევროატლანტიკურ გზაზე.

ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება ქართველი ხალხისთვის, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა დაეხმარონ თავიანთ ქვეყანას დაუბრუნდეს ევროპული მომავლის გზას. პრეზიდენტი ზურაბიშვილი, პროევროპული ოპოზიცია, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ქართული ქარტია ერთადერთი პოლიტიკური ინსტიტუტები და პოლიტიკური ინსტრუმენტებია, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ ქართველ ხალხს ამ ეგზისტენციალური მიზნების მიღწევაში.

მჯერა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ამ ისტორიულ პასუხისმგებლობაში არ ჩავარდებიან. როგორც სხვადასხვა გამოკითხვის შედეგები გვიჩვენებს, ქართველი ხალხი აპირებს ოპოზიციას მანდატი მისცეს, შექმნას საქართველოს ახალი მთავრობა, თუ ოპოზიცია დარჩება ერთიანი ქართული ქარტიის გარშემო და კონსოლიდირებული იქნება იმავე სტრატეგიული მიზნების ირგვლივ: მოუტანონ თავისუფლება ქართულ დემოკრატიას და მოუტანონ თავისუფლება საქართველოს ევროპულ მიმართულებას – თავისუფლება სახელმწიფოს ოლიგარქიული ხელში ჩაგდებისა და კრემლის ჰიბრიდული გავლენისგან.

როგორც ყოველთვის, ჩვენ გავაგრძელებთ ერთად დგომას, მხარდამხარ, ქართველ ხალხთან და მის ოცნებასთან თავისუფლებაზე, დემოკრატიასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, – წერს ევროპარლამენტარი ქართველი ხალხისადმი მიმართვაში.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა
მთავარი

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა, ამის შესახებ სოციალირ ქსელში ქალაქის მერი ლადო ჯურხაძე წერს: ,,ხონში არაერთი გამორჩეული, აუთვისებელი ადგილი გვაქვს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და სანახაობით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი...

დაწვრილებითDetails

სოფელში ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელმა ქალი გააუპატიურა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა – რა მოხდა ყვარელში

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში - საკუთარ საცხოვრებელ სახლში 85 წლის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფლის ხევის განაპირას, მარტო ცხოვრობდა და მასთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სახლში სავარაუდოდ გვიან,...

დაწვრილებითDetails

80 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება. წყალმომარაგების...

დაწვრილებითDetails

მოკლულია 85 წლის ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს. შემთხვევა სოფელ ალმატში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა. სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა. ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად
მთავარი

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. „ეს აუცილებლად გააკეთეთ შემოდგომის ბუნიობის დღეს 23 სექტემბერს მზე სასწორის ნიშანში გადადის და იქ 23 ოქტომბრამდე დარჩება. ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ...

დაწვრილებითDetails

რა ნივთები უნდა დადოთ ფანჯარაზე რომ წარმატება და ბარაქა მოიზიდოთ

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
რატომ უნდა დახუროთ ფანჯრები 11:00 საათიდან 20:00 საათამდე
მთავარი

ფენ-შუის მოძღვრებით, ფანჯრის რაფა არის ზღვარი გარე სამყაროსა და სახლის შინაგან ენერგეტიკას შორის.  არსებობს გარკვეული ნივთები, რომლებიც, ფანჯრის რაფაზე განთავსების შემთხვევაში, სახლში ბარაქას, ფინანსურ კეთილდღეობასა და ოჯახურ ჰარმონიას იზიდავს: მონეტები...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: „ამა წლის 25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას...

დაწვრილებითDetails

სეს ბაღებიდან 81 ნიმუშის შედეგებს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს: „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს. ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა
მთავარი

ნახშირღელის საჯარო სკოლა: ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, ტექნიკური პერსონალი იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. “უკვე სამი კვირაა, რაც...

დაწვრილებითDetails

10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები
მთავარი

ქუთაისში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა. წელს ტრადიციული ჯილდოს მფლობელები გახდნენ: წმიდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლის მასწავლებელი თეიმურაზ ჭაბუკიანი, №40 საჯარო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"