მუსიკოსი იმერეთიდან, რამაზ შენგელია, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო, ქუთაისში იმყოფება. ის საზოგადოებისთვის რამდენიმე დღეა ქუთაისის ბულვარში უკრავს. რამაზმა ქუჩაში დაკვრა მამის გადასარჩენად გადაწყვიტა.
რამაზ შენგელია წარმოშობით სამტრედიიდანაა. ჯერ სამტრედიაში მუსიკალური შვიდწლედი დაამთავრა, შემდეგ თბილისის ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედი. გამოდიოდა კონკურსებში პრაღასა და ბაქოში.
“გავიგეთ, რომ მამაჩემს (რომელიც ასევე მუსიკოსია) ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები, შესაბამისად სახსრებიც არ გვქონდა და გადავწყვიტე, დამეკრა ქუჩაში. მამაჩემის სურვილი იყო, რომ მესწავლა ვიოლინოზე დაკვრა. ქუჩაში ნაშოვნი ფულით ვახერხებ წამალი ვუყიდო, გავუგზავნო და ელემენატური დახმარება გავუწიო,”-ამბობს რამაზ შენგელია.
მუსიკოსის შესახებ რეპორტაჟი “ტვ პირველმა” რამდენიმე თვის წინ მოამზადა.