LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მან, იძულებით, კოსმოსში ყოფნის მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ვინ არის კაცი რომელიც დედამიწაზე დაავიწყდათ

მან, იძულებით, კოსმოსში ყოფნის მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ვინ არის კაცი რომელიც დედამიწაზე დაავიწყდათ

დაპოსტა 2021/10/28-ში
A A
44.3k
ნახვა
გაზიარება

ის საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოქალაქე იყო, რომელიც უდიდესი იმპერიის ნგრევას კოსმოსიდან აკვირდებოდა და კინაღამ ამ პროცესებს შეეწირა..

კოსმონავტი სერგეი კრიკალევი, სხვა კოსმონავტებთან ერთად, კოსმოსში 1991 წლის 18 მაისს გაფრინდა. ეს კოსმოსში მისი მეორე გაფრენა იყო და დედამიწაზე ხუთ თვეში უნდა დაშვებულიყო, მაგრამ … მხოლოდ 1992 წლის 25 მარტს დაბრუნდა.

სანამ კოსმოსში იყო, საბჭოთა კავშირი დაიშალა და მოსკოვში სამხედრო გადატრიალება მოხდა. კრიკალევისთვის არავის ეცალა, ამიტომ მან, იძულებით, კოსმოსში ყოფნის მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

სადგური „მირი“ კრიკალევისთვის სსრკ-ს უკანასკნელ ნაწილად იქცა. მისი მისია ხუთ თვეზე იყო გათვლილი და მომზადებაც შესაბამისი გაიარა.

საბჭოთა კავშირის დაშლამ უზარმაზარი დარტყმა მიაყენა კოსმოსურ ინდუსტრიას. სერგეის უთხრეს, რომ ქვეყანას მისი დაბრუნებისთვის საჭირო ფული არ ჰქონდა და კოსმოსურ სადგურზე დაგეგმილზე მეტი დრო უნდა გაეტარებინა.

კრიკალევისთვის ეს ამბავი გამოწვევა იყო. სხვა პრობლემებთან ერთად, კოსმოსში ხანგრძლივი ყოფნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკების შემცველი გახლდათ – კოსმოსური გამოსხივების შედეგად მოსალოდნელი იყო სიმსივნეების გაჩენა და იმუნური სისტემის დასუსტება.

დედამიწაზე დასაბრუნებლად არსებობდა კიდევ ერთო ხერხი – სამაშველო კაფსულა, რომელიც კრიკალევს შეეძლო ნებისმიერ დროს გამოეყენებინა, მაგრამ ეს სადგურის განადგურებას გამოიწვევდა. კოსმონავტი იძულებული იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად კოსმოსში დარჩენილიყო. მისი მისია ორჯერ მეტხანს გაგრძელდა – 311 დღე!

რუსეთში ჰიპერინფლაცია დაიწყო. მთავრობამ გაყიდა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა. სადგური „მირი“ ნაწილ- ნაწილ გაიყიდა: იაპონიამ ნაწილი 12 მილიონ დოლარად იყიდა, ავსტრიამ 7 მილიონ დოლარად და ა.შ.

სერგეი კრიკალევის გარდა, ეკიპაჟის ყველა წევრი სახლში დაბრუნდა. მისი შეცვლა და დედამიწაზე დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც კოსმოსური სადგურის ერთ-ერთი ნაწილი 24 მილიონ დოლარად გერმანიამ იყიდა და იქ თავისი ბორტინჟინერი გააგზავნა.

სერგეი კრიკალევი დედამიწაზე 1992 წლის 25 მარტს დაბრუნდა. დაშვების შემდეგ კაფსულიდან გამოვიდა მამაკაცი, რომელსაც სკაფანდრზე СССР ეწერა და ხელში საბჭოთა კავშირის დროშა ეჭირა.

მოხსენებებში ეწერა, რომ კოსმონავტი ფერდაკარგული იყო და დაქანცული ჩანდა. მას კაფსულიდან გადმოსვლაში ოთხი ადამიანი ეხმარებოდა.

კრიკალევი უკანასკნელი კოსმონავტი იყო, რომელმაც კოსმოსში გაფრენის შემდეგ საჩუქრად ავტომობილი „ვოლგა“ მიიღო. ორი წლის შემდეგ მას „რუსეთის გმირის“ წოდება მიენიჭება. მოგვიანებით, ის გახდება პირველი რუსი კოსმონავტი, რომელიც NASA-ს რაკეტით გაფრინდება.

საერთო ჯამში, სერგეი კრიკალევი 6-ჯერ გაფრინდა კოსმოსში, სადაც 803 დღე-ღამე გაატარა.

დღეს სერგეი კრიკალევი 64 წლისაა. მუშაობდა რუსეთის კოსმოსური ინდუსტრიის სხვადასხვა ორგანიზაციებში. არის რუსეთის საავიაციო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

Funtime.ge

გაზიარება17726

დაკავშირებული -პოსტები

გვიან ღამიდან დილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში
მთავარი

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.   გართულებულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინება.   ასევე, საავტომობილო საცობია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.   სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები...

დაწვრილებითDetails

მძღოლს, რომელიც გომის მთაზე ხრამში გადავარდა შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
მთავარი

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა გო­მის მთის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდა­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ოთხი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.   პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია
მთავარი

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია. ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში, სასტუმრო "მარსში" 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, კაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, კაცი სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გუშინ გადმოვიდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისის მერია ორ ახალ ა(ა)იპს ქმნის
მთავარი

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს. თავდაპირველად კონკურსი 10 ივლისს გამოცხადდა და მისი შედეგები 20 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუმცა, როგორც ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონკურსში ლექსები...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება
მთავარი

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება. ,,ქართული კინო თაობებისთვის,, - ამ სახელწოდებით კინოჩვენების სამი დღის განმავლობაში მეფეთუბანში გაიამრთება. ჩვენები 14,15 და 16 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება.

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა
მთავარი

ავარიის შედეგად დაღუპული პირი, რომელიც ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე მოხდა, მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცია. გლოვობს მისი სოფელი ნახურცილავო დედისერთა ბიჭს, დავით კაკულიას. „ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის,...

დაწვრილებითDetails

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართო სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების...

დაწვრილებითDetails

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა, ცნობილი რეჟისორი, ნანა ახვლედიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ჩემი მოუშუშებელი ტკივილი დედიკუნა...“, - წერს ნანა ახვლედიანი. შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა. ულამაზესი ლიზი მოისწრაფიშვილი კორპუსიდან გადმოვარდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"