აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-საქართველოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„მდივანმა პომპეომ ხაზი გაუსვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან როლს დემოკრატიულ სახელმწიფოში და საქართველოს კოვიდ 19-ის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ მხარდაჭერისთვის, რაც მან ეუთო-ს მინსკის ჯგუფს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების პროცესში აღმოუჩინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რუსეთის ოკუპაციის პირობებში, აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,“- აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვია.