LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჟურნალისტის ფოტოდან ამოჭრის ფაქტზე ქარტია განცხადებას ავრცელებს

ჟურნალისტის ფოტოდან ამოჭრის ფაქტზე ქარტია განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2026/07/08-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ კორესპონდენტი და რედაქტორი 6 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას დაესწრნენ. ჟურნალისტებს ამჯერადაც არ დაახვედრეს განცალკევებულად მდგომი სამუშაო მაგიდა და სკამები, როგორც ამას საკრებულოს დებულება ითხოვს. ხარაგაულის საკრებულოს დებულების მიხედვით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში “ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები გამგებლის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების […] და სხდომაზე დასწრების მსურველ პირთათვის” (მე-8 მუხლი, მესამე პუნქტი). ჟურნალისტი ნინო კაპანაძე საკრებულოს თავმჯდომარის მითითებით მერიის წარმომადგენლებისთვის განსაზღვრულ ადგილას დაჯდა. სხდომის შემდგომ საკრებულომ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია სხდომის შესახებ ფოტოს თანხლებით, რომლიდანაც მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსსა და მერის მოადგილეს შორის მჯდომი ჟურნალისტი ამოჭრა. „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორმა მერის მოადგილეს დამუშავებული კადრი გაუგზავნა – ფოტო ჟურნალისტის გარეშე. საკრებულომ ფეისბუქ გვერდზე შეცვლილი ფოტო რეალური ფოტოთი მალევე ჩაანაცვლა. “ჩემი ხარაგაულის” მიერ ამ ამბის გახმაურების შემდეგ სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტის კომენტარებში საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენლის მუქარისშემცველი კომენტარიც დაიწერა.

“[…] ვთვლი, რომ ამ პოსტზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ და შესაბამისი პასუხიც აგოთ! Nino Kapanadze ტელეფონზე მიპასუხე! ამ პოსტის გამო ჩემს ნერვიულობას ფასად დაგიჯენთ! ყველაფრის მკადრებლებო!”, – წერს სოციალურ ქსელში ნინი თხელიძე.

ქარტია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოუწოდებს, უზრუნველყოს საკრებულოს სხდომების საჯაროობა, არ გააყალბოს რეალობის ამსახველი ფოტოები და მედიის წარმომადგენლებისათვის შექმნას ადეკვატური სამუშაო პირობები.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის სამუშაოები დაიწყო

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ნუთუ მოლოცვის ღირსნი არ იყვნენ მწირ ხელფასებზე უანგაროდ, ათეულწლობით მომუშავე ბიბლიოთეკარები – რას წერს ნანული ცხვედიანი
მთავარი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდა ქუთაისის ცენტრალურ უბანში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და...

დაწვრილებითDetails

“ქართული ოცნება ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას “პოლიტიკურ შურისძიებაში” ადანაშაულებს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
“ქართული ოცნება ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას  “პოლიტიკურ შურისძიებაში” ადანაშაულებს
მთავარი

„ქართული ოცნების“ წევრი ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს საკითხზე „გადამოწმებული ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური ჰედლაინებით“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი მტკიცებით, ორგანიზაცია არჩევნებთან,...

დაწვრილებითDetails

პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყველაზე ცუდი ვარიანტია – თქვენს ქვეყანაშიც არ იყო ეს კარგი გადაწყვეტილება და აქ ზუსტად იგივეს აკეთებთ – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ნიკოლოზ სამხარაძეს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყველაზე ცუდი ვარიანტია – თქვენს ქვეყანაშიც არ იყო ეს კარგი გადაწყვეტილება და აქ ზუსტად იგივეს აკეთებთ – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ნიკოლოზ სამხარაძეს
მთავარი

პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა, - ასე გამოეხმაურა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონსი საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილებას „ჰააგის დეკლარაციაზე“...

დაწვრილებითDetails

საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
“კახი კალაძე არის საუკეთესო მერი, რომელიც ქალაქს ჰყოლია ბოლო წლების განმავლობაში” – ნიკოლოზ სამხარაძე
მთავარი

საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კენჭისყრამდე გააკეთა. „მსურს, კენჭისყრის...

დაწვრილებითDetails

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ეუთო-ს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დარბაზი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დელეგაციამ დატოვა- მედია
მთავარი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია. რეზოლუციის თანახმად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა:...

დაწვრილებითDetails

ბათუმში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ბათუმში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს, რომ ინდივიდუალური მეწარმე შ. თ. (მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაიაკოვსკის ქუჩა N 1) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას სავალდებულო აღიარების გარეშე ახდენდა. გარდა ამისა, ობიექტზე არ...

დაწვრილებითDetails

ყველგან, სადაც გიდევთ უნდა გადაყაროთ – ექიმი მშობლებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
„ეცადეთ, რომ ბავშვმა არ დალიოს“ – ექიმის გაფრთხილება მშობლებს
მთავარი

გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ოტორინოლარინგოლოგი, არჩილ წულაძე ამბობს, რომ ცხვირის გამხსნელი სპრეის გამოყენება მაქსიმუმ 5-7 დღე შეიძლება. „ყველგან, სადაც გიდევთ (ცხვირის გამხსნელი სპრეი), უნდა გადაყაროთ, დაიტოვოთ ყველაზე ნაკლებად კონცენტრირებული,...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტი ფოტოდან გააქრეს – რა მოხდა ხარაგაულის საკრებულოზე

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ჟურნალისტი ფოტოდან გააქრეს – რა მოხდა ხარაგაულის საკრებულოზე
მთავარი

მედიაგამოცემა „ჩემი ხარაგაული“ წერს, რომ ხარაგაულის საკრებულომ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვყენა ფოტო, რომლიდანაც მათი ჟურნალისტი ამოჭრეს. რეალური ფოტო კი მას შემდეგ დააბრუნეს, რაც ფაქტით გაკვირვებულმა რედაქციამ მერის მოადგილეს ჰკითხა, რატომ ამოჭრეს...

დაწვრილებითDetails

საქართველოში თხევადი გაზი გაძვირდა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
საქართველოში თხევადი გაზი გაძვირდა
ეკონომიკა

საქართველოს თხევადი გაზის იმპორტი თითქმის 40%-ით გაუძვირდა. თუ 2025 წლის იანვარ-მაისში ერთი ლიტრი საწვავის იმპორტი (გადასახადების გარეშე) საშუალოდ 0.37 დოლარი ჯდებოდა, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 0.50 დოლარი შეადგინა. ამასთან,...

დაწვრილებითDetails

სიკვდილი ყველა ნაბიჯზეა უკვე ჩასაფრებული და ვერ ძღება – მამა ლევანი მშობლებს მიმართავს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
სიკვდილი ყველა ნაბიჯზეა უკვე ჩასაფრებული და ვერ ძღება – მამა ლევანი მშობლებს მიმართავს
მთავარი

კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან ფხალაძე, სოციალურ ქსელში მშობლებს მიმართავს და მოუწოდებს, შვილებისთვის ყოველდღიურად, დილითა და საღამოს, ილოცონ. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შვილების უსაფრთხოებისთვის ღვთის შეწევნის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"