იტალიაში მანქანის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ რომში, ჯოვანი ბატისტა დე ლა სალის მოედანზე მოხდა.
57 წლის ქართველი პოლიციამ შენიშნა, რა დროსაც ის სამართალდამცველებსა და მანქანის პატრონს დანით დაემუქრა და ასე სცადა გაქცევა, თუმცა ადგილზევე დააკავეს.
დაკავებულს ბრალად მანქანის გაქურდვის მცდელობა, დაპატიმრებისას წინააღმდეგობის გაწევა და საჯარო მოხელეზე თავდასხმა ედება ბრალად.










