“ლელო-საქართველოსთვის” გოგი წულაიას საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების განცხადებას ეხმაურება. პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიას განცხადებაზე ხელი არ მოუწერია და ინფორმაცია არასწორად გავრცელდა.
“ბატონი გიგი წულაიას თემა პარტიაში არ განხილულა, შესაბამისად ჩვენი ხელმოწერა იქ ვერ იქნებოდა. გავრცელდა მცდარი ინფორმაცია პარტიის მიერ წერილზე ხელმოწერის შესახებ”,- ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.










