LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კომპანიები საქართველოში, სადაც წილს რუსული კომპანიები ან რუსეთის მოქალაქეები ფლობენ

კომპანიები საქართველოში, სადაც წილს რუსული კომპანიები ან რუსეთის მოქალაქეები ფლობენ

დაპოსტა 2022/03/05-ში
A A
197
ნახვა
გაზიარება

საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხების შესწავლის შედეგების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

 

 

„7 000-ზე მეტი კომპანიიდან 1,230 კომპანია 1995 წლიდან 2012 წლამდე დარეგისტრირდა, ხოლო 5,500-მდე — 2013-2020 წლებში. ახალი კომპანიების რეგისტრაციის რეკორდული რაოდენობა – დაახლოებით 1 200 – 2018 წელს დაფიქსირდა; რუსეთის იმ მოქალაქეების ნახევარზე მეტი, ვინც საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას ფლობს, ქართული გვარის მქონე პირია; მსხვილი რუსული კომპანიები წარმოდგენილი არიან საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, მძიმე და მსუბუქ მრეწველობაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, საფინანსო სექტორში, კომუნიკაციებში, სათამაშო ბიზნესში, რესტორნებსა და სასტუმროებში,“- ნათქვამია კვლევაში.

 

 

კვლევის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა, რომლის მფლობელები რუსეთის კომპანიები და მოქალაქეები არიან, ყველა მათგანზე, განსაკუთრებით მცირე და საშუალო კომპანიებზე, ინფორმაციის მოპოვება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, ორგანიზაცია კვლევაში გვთავაზობს ინფორმაციას, მხოლოდ 20 მსხვილ კომპანიაზე.

 

 

სს„თელასი“

დღემდე „თელასის“ 75%-ს „ინტერ რაო“ ფლობს, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელი რუსული სახელმწიფო კომპანიები: „როსნეფტგაზ გრუპი“ და „ინტერ რაო კაპიტალ გრუპია“. „თელასის“ 25% 2020 წლის აგვისტოდან კერძო კომპანია შპს „ბესტ ენერჯი გრუპს” ეკუთვნის, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა.

 

 

სს „ხრამჰესი I“ და სს „ხრამჰესი II“

დღეს „ხრამჰესი I“-ისა და „ხრამჰესი II“-ის მფლობელი Gardabani Holding B.V.-ია, რომელიც „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიაა.

 

 

შპს „ენერგია“ („ლარსი ჰესი“, „შილდა ჰესი“)

შპს „ენერგიას“ 70%-ს რუსეთის მოქალაქე მევლუდი ბლიაძე ფლობს, ხოლო 30%-ს — შპს „ფერი“. „ფერის“ მფლობელები საქართველოს მოქალაქეები იოსებ მჭედლიშვილი და კახაბერ შევარდნაძე არიან.

 

 

სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“

კომპანიის 50%-ს საქართველოს სახელმწიფო კომპანია სს „საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, 50%-ს კი — რუსეთის ფედერაცია, კერძოდ სს „ერთიანი ენერგო სისტემის ფედერალური ქსელური კომპანია“. ეს კომპანია რუსეთის ფედერაციის ელექტროენერგიის გადაცემის საქსელო სისტემის ოპერატორი და მმართველია.

 

 

შპს „მაინინგ ინვესთმენთსი“ (შპს RMG Gold და შპს RMG Copper)

შპს RMG Gold-ს 96.2%-ს შპს „მაინინგ ინვესთმენთს“ ფლობს, ხოლო 3.8%-ს — შპს RMG Copper. შპს RMG Copper-ის მფლობელიც „მაინინგ ინვესთმენთსია“. შპს „მაინინგ ინვესთმენთსის“ 100%-ის მფლობელი კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითიდი“ არის, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქე დიმიტრი ტროიცკია, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს მოქალაქე კახაბერ მჭედლიშვილია. ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ პეტროვია. შპს RMG Gold-ის 2019 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე რუსეთის მოქალაქეები დიმიტრი ტროიცკი და დიმიტრი კორჟევი არიან.

 

 

სს „ელმავალმშენებელი“

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ამ კომპანიის აქციების 87%-ის მფლობელი ოფშორში, მალტაზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ლოკო ტრანს კომპანია“, 12.8%-ს საქართველოს სახელმწიფო ფლობს, 0.2%-ს კი შრომითი კოლექტივი. „ელმავალმშენებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქე იგორ ტუგბაევია. საბჭოს 7 წევრიდან 6 ასევე რუსეთის მოქალაქეა, ერთი კი — საქართველოს მოქალაქე. ეს შესაძლოა იმას მიანიშნებდეს, რომ მალტაში რეგისტრირებული კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან.

 

 

შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ – საქართველო“

შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ – საქართველოს“ 75%-ს გიბრალტარში რეგისტრირებული კომპანია „ჩენელ ენერჯი (ერა) ლიმიტედ“, ხოლო 25%-ს სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ ფლობს. „ჩენელ ენერჯი (ერა) ლიმიტედის“ საბოლოო ბენეფიციარი Petrocas Energy International-ია, რომელიც რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენთან, დავით იაკობაშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლის ბოლოს Petrocas Energy International-ის 49% რუსულმა კომპანიამ „როსნეფტმა“ შეიძინა.

 

 

შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“

ამ კომპანიის 50%-ს ოფშორში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „თაუერ ქეფითელ თრეიდინგ“ ფლობს, ხოლო 50%-ს – შპს „აგრიკომი“. „აგრიკომის“ 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე კონსტანტინე ოსიპოვია, ხოლო „თაუერ ქეფითელ თრეიდინგის“ საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.

 

 

შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალი („აიდიეს ბორჯომი“)

„აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ ოფშორში, ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე, კურასაოზე არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ აშუროვია. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. საქართველოს ფილიალის დირექტორი რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვია.

 

 

შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“

კომპანიის 100%-ს რუსეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „ვიმ-ბილ-დან“ ფლობს. კომპანია 1992 წელს დაარსდა და მის დაფუძნებაში ჩართული იყო დავით იაკობაშვილი. 2010 წლიდან „ვიმ-ბილ-დან“-ს ამერიკული „პეპსიკო“ ფლობს.

 

 

შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“

შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“ 2003 წელს დარეგისტრირდა. ამ კომპანიის 100%-ის მფლობელი რუსეთში რეგისტრირებული შპს „დკ-სერვისია“.

 

 

შპს „ვიონი საქართველო“ („ბილაინი“)

კომპანიის წილებს ოფშორში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ორი კომპანია ფლობს: შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ – 71%-ს და „ინვესტიკო ალიანსე“ – 29%-ს.

 

 

„ვიონი საქართველო“ „ბილაინის“ ბრენდით არის წარმოდგენილი. „ბილაინის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ვიონი საქართველო“ საერთაშორისო ჯგუფ VEON-ში შედის. VEON ნიდერლანდებშია რეგისტრირებული, თუმცა მისი აქციების 47.9%-ს Letterone Investment Holdings S.A ფლობს, რომლის დამფუძნებელი და მაკონტროლებელი რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია.

 

 

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“

„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ რუსული „ვითიბი ბანკის“ შვილობილი კომპანიაა. „ვითიბი ბანკის“ აქციების დაახლოებით 59%-ს კი რუსეთის ფედერაციის მთავრობა ფლობს. „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ საქართველოში სიდიდით მე-4 ბანკია, აქტივებით ის მხოლოდ „თიბისი ბანკს“, „საქართველოს ბანკს“ და „ლიბერთი ბანკს“ ჩამორჩება.

 

 

შპს „მეტრა დეველოპმენტი“

შპს „მეტრა დეველოპმენტის“ 50%-ს რუსეთის მოქალაქე ალექსეი სონკი ფლობს, ხოლო მეორე 50%-ს ასევე რუსეთის მოქალაქე — ალექსეი ვოლჩკოვი.

 

 

შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯია“

კომპანიის 65%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია Peftersona Limited ფლობს, 30%-ს – რუსეთის მოქალაქე ილია ბულიჩევი, ხოლო 5%-ს საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ლევან ქორქაშვილი ფლობს. კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია Peftersona Limited-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.

 

 

შპს „როიალ ბატონი“

შპს „როიალ ბატონის“ 100%-ს რუსეთის მოქალაქე იური კოროტჩენკო ფლობს.

 

 

შპს „ლუკოილ-ჯორჯია“

კომპანიის 100%-ის მფლობელი შვეიცარიაში რეგისტრირებული სს „ლიტასკოა“. „ლიტასკოს“ საბოლოო ბენეფიციარი კი რუსული კოპანია „ლუკოილია“.

 

 

„იანდექს ტაქსი“

ტაქსის ონლაინ გამოძახების რუსული კომპანია „იანდექს ტაქსი“ საქართველოში 2016 წელს შემოვიდა და მოკლე დროში ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. „იანდექს ტაქსი“ რუსულ ინტერნეტ კომპანია Yandex-ის შვილობილ კომპანია Yandex.Go-ს ეკუთვნის.

გაზიარება79

დაკავშირებული -პოსტები

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება – სიახლე მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება. კირცხალიას თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული....

დაწვრილებითDetails

ერთ დღეში 1 გრამი “ბაჯაღლო” 13 ლარით გაიაფდა- რა ღირს ოქრო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს კვლავ გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 174 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.21%-ით შემცირდა. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 20 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6527 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი
მთავარი

ადვოკატ რევაზ აჭარაძის განმარტებით, მოსამართლე გიორგი გელაშვილს ია დარახველიძის ნაწილში სასჯელის ზომა, რომლის მიხედვითაც, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შეეშალა. როგორც აჭარაძე განმარტავს, მას მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა და უთხრა, რომ...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა. ია დარახველიძე დღეს მის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რის გამოც, განაჩენის აღსასრულებლად მასზე თავდაპირველად,...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
სასამართლო ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ...

დაწვრილებითDetails

„მოსალოდნელია ნალექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენ

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება...

დაწვრილებითDetails

ნიკეას ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია 4 თვე გაგრძელდება – რას აცხადებენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
გვწამლავენ ცოცხლად, ფანჯრებს ვერ ვაღებთ – რა ვითარებაა ნიკეას ნაგავსაყრელზე და რას აცხადებენ ნარჩენების მართვის კომპანიაში
მთავარი

ქუთაისის ნიკეას დასახლებაში ისტორიული ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შესახევ "მეგა ტვ"-ს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც თვის ბოლოს...

დაწვრილებითDetails

“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში ტრაგიკული ამბავი გავრცელდა. გარდაიცვალა მოზარდი, რომელიც 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გოგონა თურქეთში...

დაწვრილებითDetails

„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო…“ – 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო…“ – 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან
მთავარი

თბილისში, 21 წლის ბაიკერი ტრაგიკულად დაიღუპა. ელენე ექვთიმიშვილი ვარკეთილში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, გოგონა სოციალურ ქსელში აქტიური იყო და მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. დაღუპულს ახლობლები ემშვიდობებიან. „რამხელა ტკივილი ხარ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"