კვირის ბოლომდე კითხვებზე ისინი პასუხებს მიიღებენ – იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე რიონის ხეობის მცველებს პასუხობს.
“ხელისუფლების ინტერესში არის ის რომ ეს სიტუაცია დარეგულირდეს და ყველას ყველა კითხვაზე პასუხი გაეცეს. თავისთავად ჩვენი შეხვედრაც ემსახურებოდა ამ ერთ მიზანს, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერ მინისტრისთვის მიგვეწოდებინა ყველა დეტალი, რასაც ეს ადამინები ამბობენ და რა კითხვებიც აქვთ. პრემიერ მინისტრის გუშინდელი გრაფიკი ძალინ დატვირთული იყო და მას არ ექნებოდა დრო ამის განხილვისთვის, ამიტომ დღეს ჩვენ გვქონდა ბატონ ვარლამთან კომუნიკაცია, ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ კვირის ბოლომდე კითხვებზე ისინი პასუხებს მიიღებენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დიალოგი გავაგრძელოთ და მოლაპარაკებებმა აქციების მაგივრად გადაინაცვლოს მაგიდასთან. მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ ყველაფერს გავიგებთ უახლოეს დღეებში.” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
დღესვე რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა რომ ისინი ხელისუფლების პასუხს 23 აპრილამდე ელოდებიან. მისი თქმით, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, აქციები ყველა ქალაქში გაგრძელდება და მასშტაბური შეკრება თბილისში გაიმართება.










