LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა

ირაკლი ღარიბაშვილმა გამომძიებლებთან გასაუბრებაზე უარი თქვა

დაპოსტა 2026/11/16-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და გამომძიებლებს შორის გასაუბრება არ შედგა.

როგორც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ყოფილი პრემიერის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, გასაუბრებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს და მსგავსი ნორმა მასში მითითებული არ არის. შესაბამისად, ბარათაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, პროკურატურა ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიებას დაიწყებს, ის მზად არის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცეს.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ ის ციხიდან პირდაპირ, გენერალურ პროკურატურაში მიემართება, სადაც გენერალური პროკურორის სახელზე განცხადებას შეიტანს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

„დღეს, ირაკლი ღარიბაშვილთან ორი გამომძიებელი იყო შესული, მათ გამოთქვეს სურვილი, მას გასაუბრებოდნენ. ჩვენ ვკითხეთ, თუ რომელი საპროცესო ნორმის მიხედვით ხდებოდა გასაუბრება, მათ ეს ვერ დაგვისახელეს, გვითხრეს, რომ ეს გავრცელებული პრაქტიკაა. ჩვენ ვუპასუხეთ მათ, რომ ამგვარ ფორმას, გასაუბრებისას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუკი, გამოძიება დაიწყება, ირაკლი ღარიბაშვილი მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მისცეს ჩვენება მაგისტრატ მოსამართლესთან, ეს ყველაფერი ოქმის სახით დაფიქსირდა.

საუბარი არ შემდგარა. როგორც აღმოჩნდა, გამოძიება დაწყებული არ არის. ამის თაობაზე ჩვენ აღვნიშნეთ ოქმში, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღესვე, სათანადო განცხადებით, გამოძიების დაწყების თაობაზე მივმართოთ გენერალურ პროკურორს. ვფიქრობდით, რომ გამოძიება ვალდებული იყო გამოძიება დაწყებულიყო საჯარო განცხადებების საფუძველზე, ვინაიდან ეს განცხადება ფსიქიკური და მორალური ზემოქმედების ნიშნებს შეიცავდა.

როგორც გამომძიებელმა მითხრა, მან სახალხო დამცველის წერილი მიიღო, რომელიც დაინტერესებული იყო საკითხით, როგორ მიმდინარეობდა გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების თაობაზე. როგორც აღმოჩნდა, ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურა დაინტერესებული არ არის იმით, რომ გამოძიება დაიწყოს, ისინი დაინტერესებული არიან გასაუბრებით, რაც არ არის საპროცესო ნორმა და საერთოდ, საპროცესო ქმედება, ისინი ამას გავრცელებული პრაქტიკით ხსნიან, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამგვარ ქმედებას ჩვენ შემდგომ ნაბიჯს დავუპირისპირებთ, რაც განცხადების შეტანაა გენერალურ პროკურატურაში“, – განაცხადა ბარათაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა 10 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისსა და წყალტუბოში შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
შუქი გაითიშება – ნახეთ, მისამართები
მთავარი

ქუთაისსა და წყალტუბოში 17 ნოემბერს ელექტრო ენერგიის მიწოდება რამდენიმე ქუჩაზე შეწყდება. ქუთაისში ელექტრო ენერგია გაითიშება ქუჩებზე: 13:40 საათიდან 19:00 საათამდე 293 აბონენტს გათიშვის არეალი: ქუთაისი/შმიდტის, ქუთაისი/კეკელიძის, ქუთაისი/აღმაშენებლის, ქუთაისი/თაყაიშვილის, ქუთაისი/ლორთქიფანიძის, ქუთაისი/კაკაბაძის,...

დაწვრილებითDetails

„ქუთაისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
„ქუთაისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
მთავარი

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ქუთაისის აეროპორტი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის რენტგენოინსპექტირების აპარატზე სკანირებისას...

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქრო კვლავ იაფდება. თბილისის დროით 12:30 საათზე 1 უნციის ფასი 3 855 დოლარს შეადგენს. რაც ერთ დღიან ჭრილში 0.31%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება ვერცხლს, 1 უნცია 47.3 დოლარი ღირს,...

დაწვრილებითDetails

ახალი აღმოჩენა ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
როგორ ვითარდება ალცჰაიმერი… – მეცნიერებმა დაავადების ადრეული გამოვლენის მეთოდს მიაგნეს
მთავარი

მეცნიერებმა შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადების განვითარების მექანიზმის შესახებ მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს. ახალი კვლევის თანახმად, თავის ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში არა მხოლოდ თავად ტვინში მიმდინარე პროცესები, არამედ ღვიძლის მიერ გამომუშავებული ცილებიც მონაწილეობს. კვლევა...

დაწვრილებითDetails

” ან კარასინმა რა დაალაგა, ან ზურაბაშვილმა და გალუზინმა რა უნდა დაალაგონ?!” – ზურაბ ჯაფარიძე

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალდება წაუყენეს
მთავარი

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი “ქართული ოცნების” ხელშია, ვერ ბედავენ ღიად თქმას, რომ ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას. ეს საბოლოოდ დასრულდება იმით, რომ საქართველოში უნდა იყოს სამი საელჩო:...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი არამდგრადი იქნება. 17 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით შედარებით ცივი ამინდი შენარჩუნდება, 18 ნოემბრიდან კი ტემპერატურა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ღამით ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი. აღმოსავლეთ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერიაში საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს უმასპინძლეს

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
ქუთაისის მერიაში საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს უმასპინძლეს
მთავარი

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს ანა რიჩს და სამართლებრივ საკითხებში მთავარ მრჩეველს სალომე ქუსიკაშვილს შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა...

დაწვრილებითDetails

საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღე გაგრძელდება… – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
მთავარი

თბილიში ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო 16 ნოემბრის 18:00 საათიდან 17 ნოემბრის 18:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე. მერიის ცნობით, აღნიშნულ...

დაწვრილებითDetails

“ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შემზადდეს პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი საფუძვლები ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის” – გრიგოლ გეგელია

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
” ერთ ქალს შეუძლია იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია”- გრიგოლ გეგელია
მთავარი

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შემზადდეს პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი საფუძვლები ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის, რაც არის „ქართული ოცნების“ შემდეგი დამღუპველი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ...

დაწვრილებითDetails

“ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს”- დავით მათიკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი
მთავარი

კომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს, სიმართლე არ დაინახოს, გეოგრაფია და გეოპოლიტიკა უარყოს და მსოფლიოს გეოგრაფიის საკუთარი ვერსია შესთავაზოს - მათ გეოგრაფიის და გეოპოლიტიკის ცოდნაში ორიანი ეკუთვნით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"