ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს ანა რიჩს და სამართლებრივ საკითხებში მთავარ მრჩეველს სალომე ქუსიკაშვილს შეხვდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქუთაისში მცხოვრები ლტოლვილების საკითხები და მათი ოჯახების სხვადასხვა მუნიციპალურ პროგრამაში ჩართულობა განიხილეს.
ქუთაისის მერმა სტუმრებს მუნიციპალიტეტში ლტოლვილთა მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და არსებული გამოცდილება გააცნო.
თავის მხრივ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა ქუთაისი სამაგალითო მუნიციპალიტეტად შეაფასა და აღნიშნა, რომ ქალაქს ლტოლვილთა მხარდაჭერის კარგი გამოცდილება აქვს.









