LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი

“ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს”- დავით მათიკაშვილი

დაპოსტა 2026/11/16-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

კომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს, სიმართლე არ დაინახოს, გეოგრაფია და გეოპოლიტიკა უარყოს და მსოფლიოს გეოგრაფიის საკუთარი ვერსია შესთავაზოს – მათ გეოგრაფიის და გეოპოლიტიკის ცოდნაში ორიანი ეკუთვნით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიუსელის ბიუროკრატია თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება და მას ადრე თუ გვიან, სიმართლისთვის თვალის გასწორება აუცილებლად მოუწევს.

“ბრიუსელის ბიუროკრატია სრულიად კომიკურ მდგომარეობაში იგდებს თავის. მაშინ, როდესაც დაკავშირებადობაზე არის შესაბამისი ფორუმი დაგეგმილი, მაშინ როდესაც საქართველო წარმოადგენს საკვანძო როლს მინიმუმ შვიდი ქვეყნისთვის, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია და სწორედ საქართველოს გავლით ხდება მათი დაკავშირება ევროპასთან და ევროპულ ბაზრებთან, მაშინ როდესაც შუა დერეფნის ალტერნატივა პრაქტიკულად არ არსებობს აღნიშნული კონფლიქტების გათვალისწინებით, როგორც ჩრდილოეთს, ასევე სამხრეთ დერეფნებთან მიმართებით, მიუხედავად ყველა ფაქტორისა, საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის ბიუროკრატია ინარჩუნებს რაღაც გაბუტულის პოზას. საქართველო მაღალი რანგით უნდა იყოს წარმოდგენილი მსგავს ფორუმებში და ცოტა არ იყოს, უღირსი დამოკიდებულების ჭრილში [წარმოგვაჩინეს] და დაბალი რანგით იყო წარმოდგენილი. ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაფასებთ და სათანადო რეაქციაც გაგვაჩნია ყველა ასეთ ქმედებაზე.

ეს არის ის თვითდაზიანების რეჟიმი, რომელშიც ბრიუსელის ბიუროკრატია განგრძობად რეჟიმში იმყოფება მას შემდეგ, რაც მათ საქართველოსთან დიალოგი თვითონ შეაჩერეს. ამ მოცემულობას ადრე თუ გვიან აუცილებლად გაუსწორებს თვალს ბრიუსელის ბიუროკრატია. თქვენ ხედავთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები როგორ ააქტიურებენ და აღრმავებენ საქართველოსთან დიალოგს. იციან, რომ სწორედ საქართველო არის ის საკვანძო ქვეყანა, რომელიც დანარჩენი მსოფლიოს ბაზრებს, აზიის ბაზარს მათთან აკავშირებს, როგორც ენერგომატარებლებით, ასევე სხვა პროდუქციასთან მიმართებით. ამ დროს, აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი, კომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, რომ თვალებზე ხელი აიფაროს, არ დაინახოს სიმართლე, გეოგრაფია და გეოპოლიტიკა უარყოს და მსოფლიოს გეოგრაფიის საკუთარი ვერსია შესთავაზოს. ამ მოცემულობაში ნამდვილად ორიანი ეკუთვნით მათ, ყველას გეოგრაფიის და გეოპოლიტიკის ცოდნაში.

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ღია პოლიტიკას, ჩვენს მზაობას დიალოგისკენ იქნება ეს ევრობიუროკრატია თუ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები. წევრი ქვეყნებისგან ჩვენ გვაქვს აქტიური მზაობა ამ დიალოგის განხორციელებაზე. ასე რომ, ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, ეს ბიუროკრატია იქნება თუ სხვა ევროკავშირისა, მას სიმართლისთვის თვალის გასწორება აუცილებლად მოუწევს,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი დღეს ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმს უმასპინძლებენ. ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის ინფორმაციით, ღონისძიებას სახელწოდებით – „უფრო ფართო ევროპა – უფრო ძლიერი ევროპა“, დაესწრებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაფართოების პროცესში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და ბიზნესის წარმომადგენლები. გაფართოების ფორუმზე საქართველო არ მიუწვევიათ.

ამასთან, დღესვე ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს განიხილავენ. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალში, რომელიც რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებს მიეძღვნება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან მინისტრები სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან, მოლდოვიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. საქართველო დაკავშირებადობის მინისტერიალზე ელჩის დონეზე იყო დაპატიჟებული, თუმცა ოფიციალურმა თბილისმა მასზე დასწრებაზე უარი თქვა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“ძალიან ბევრი არასერიოზული განცხადება გაკეთდა, რაც ძალიან გულსატკენი და სამწუხაროა”- ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

ბევრი არასერიოზული განცხადება გაკეთდა. რაც შეეხება დეტალებს, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ კორუფციულ დანაშაულში მსჯავრდებული ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ...

დაწვრილებითDetails

“შეწყდეს ბლუყუნი „შეცდომებზე“, ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა” – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
დღევანდელ სასამართლო პროცესში მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება
მთავარი

შეწყდეს უაზრო ბლუყუნი „შეცდომებზე" და „გადაცდომებზე". ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა სახლში, არ ეშინოდათ ბავშვების ქუჩაში გაშვება და მანქანებს არ კეტავდნენ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“...

დაწვრილებითDetails

“როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ არ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება უშუალოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, - ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

“2031 წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ავტობანის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულება” – კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
ირაკლი კობახიძის ბრიფინგი
მთავარი

ყველა მიმართულებით, რაც უკავშირდება დაკავშირებადობას, ტრანზიტს, გვაქვს ამბიციური გეგმები და აბსოლუტურად თანმიმდევრობით მივყვებით ამ გეგმის განხორციელებას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხუთი წლის შემდეგ საქართველო თვისებრივად გაძლიერებული იქნება ამ თვალსაზრისით, -...

დაწვრილებითDetails

10 ნიშანი, რომელიც თირკმლის პრობლემაზე მიგვანიშნებს

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
10 ნიშანი, რომელიც თირკმლის პრობლემაზე მიგვანიშნებს
მთავარი

კვლევების თანახმად, შესაძლოა ძილის აპნოესა და თირკმელების ქრონიკულ დაავადებას (CKD) შორის კავშირი იყოს. ამ უკანასკნელმა დროთა განმავლობაში შესაძლოა დააზიანოს თქვენი ორგანოები და ასევე გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა. სხეულისთვის საკმარისი ჟანგბადის მიღებაში...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 11 პირი...

დაწვრილებითDetails

ლანჩხუთში გიორგი ცეცხლაძეს გლოვობენ

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
ლანჩხუთში გიორგი ცეცხლაძეს გლოვობენ
მთავარი

ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელსაც ლანჩხუთში მატარებელი დაეჯახა. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ქობულეთელი გიორგი ცეცხლაძე დაიღუპა. „სამაგალითო მშობლების საუკეთესო შვილი...  როგორ მენანება მშობლები ამ საშინელი ტკივილის ასატანად.  უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი....

დაწვრილებითDetails

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღე ენერგიულად დაიწყება. კარგი დროა ახალი საქმეების წამოსაწყებად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ.   კურო   ფინანსურ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. შესაძლოა, საინტერესო შესაძლებლობა...

დაწვრილებითDetails

საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა

by მეგა TV
ნოემბერი 15, 2026
0
საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა
მთავარი

საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. მან ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა, რომელსაც MMA-ში 35 გამარჯვება აქვს და UFC-ის დიდების დარბაზის წევრია.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"