LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველომ კვლავ უნდა განახორციელოს სასამართლო სისტემის ჰოლისტიკური და ეფექტური რეფორმა – ევროკომისიის ანგარიში

“უცხოური გავლენის“ შესახებ შემზღუდავი კანონმდებლობა განსხვავებული აზრის ჩახშობის საშუალებას იძლევა “- ევროკომისია

დაპოსტა 2026/11/04-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია მმართველ პარტიასა და აღმასრულებელ ინსტიტუტებში გრძელდება. აღმასრულებელი ხელისუფლებისა და უსაფრთხოების სამსახურების საპარლამენტო ზედამხედველობა კვლავ შეზღუდული რჩება – სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ, – ამის შესახებ ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში, საქართველოს შესახებ არის ნათქვამი.

ანგარიშში მმართველობასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ უკანასკნელმა საკანონმდებლო და ინსტიტუციურმა ცვლილებებმა კიდევ უფრო ცენტრალიზებული გახდა გადაწყვეტილების მიღებისა და მარეგულირებელი ფუნქციები სამთავრობო ადმინისტრაციის საკვანძო სფეროებში, მათ შორის, საჯარო მმართველობაში, სასამართლო სისტემასა და უსაფრთხოების სფეროში.

„ამან გამოიწვია ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დასუსტება და ნაკლები შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმი.

გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის პირობები კვლავ არასაკმარისია, ვინაიდან პოლიტიკის შემუშავებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო საზოგადოებისა და საზოგადოების ჩართვის მექანიზმები ჯერ კიდევ არ არსებობს. სახელმწიფო ორგანოები ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე კვლავ ახორციელებენ პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ ზეწოლას, ხოლო ეროვნულ და ადგილობრივ დონეებს შორის ზედამხედველობისა და კოორდინაციის მექანიზმები კვლავ სუსტად არის განვითარებული. დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგიას ვადა გაუვიდა, ახალი სტრატეგია კი ჯერ არ მიღებულა“, – ნათქვამია ანგარიში.

სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობასთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებისა და დაშინების ტაქტიკების ერთობლივმა გავლენამ შეასუსტა სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული ფუნქცია, რითაც საფრთხე შეექმნა მის დამოუკიდებლობას, მდგრადობასა და საქართველოში დემოკრატიის უფრო ფართო საფუძვლებს.

„უცხოური გავლენის“ შესახებ შემზღუდავი კანონმდებლობა (მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი“, „გრანტების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, „სისხლის სამართლის კოდექსში“ შეტანილი შესაბამისი ცვლილებები) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) საქმიანობას სახელმწიფოს მხრიდან გადაჭარბებულ კონტროლს უქვემდებარებს და განსხვავებული აზრის ჩახშობის საშუალებას იძლევა. „სამართლებრივი ჩარჩო არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს“. „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის 2025 წლის ოქტომბრის და 2026 წლის ოქტომბრის მოსაზრებებში აღნიშნულია, რომ ეს კანონები აწესებს ფართო და ერთმანეთის გადამფარავ ვალდებულებებს, რომლებიც პასუხისმგებლობის მკაცრ ზომებთან ერთად არაპროპორციულ ტვირთად აწვება დემოკრატიული პროცესების ზედამხედველ სუბიექტებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს და მათ კონტროლის ქვეშ აქცევს. ვენეციის კომისიამ დაადგინა, რომ მათი კუმულაციური ეფექტი „იძულებითია, სტიგმატიზირებადი და საბოლოოდ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობაზე მძიმე გავლენა იქონია ამ საკანონმდებლო ზომების ერთობლიობამ, რომლებიც ძალაში შევიდა. გარდა ამისა, მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, პრევენციული ღონისძიების სახით, გაიყინა რამდენიმე წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები. 2026 წლის მარტში „გრანტების შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა გაამკაცრა საქმიანობის სამართლებრივი ჩარჩო და მნიშვნელოვნად შეზღუდა სამოქალაქო საზოგადოების წვდომა უცხოურ დაფინანსებაზე. აღნიშნული რეგულაციები აფართოებს „გრანტის“ განმარტებას და მასში მოიცავს უცხოური მხარდაჭერის თითქმის ყველა ფორმას; აწესებს მთავრობისგან წინასწარი ნებართვის მიღების ვალდებულებას; ასევე, ვრცელდება უცხოეთში რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებზეც, რომელთა საქმიანობაც საქართველოზეა ფოკუსირებული. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას — თავისუფლების აღკვეთას 6-დან 12 წლამდე ვადით.

2026 წლის მარტში ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმების შემდეგ, საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგის მანდატი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადასცა. აღნიშნული მონიტორინგი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაშინებას. პოლიტიკის შესახებ დიალოგისა და პოლიტიკისა თუ კანონმდებლობის შემუშავების პროცესში სამოქალაქო მონაწილეობის ძირითადი მექანიზმები აღდგენილი არ არის“, – ნათქვამია ანგარიშში.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5958 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5958 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5970 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

” საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სერიოზულად შერყეულია”- ევროკომისიის ანგარიში

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
გაწეულ უნდა იქნას უფრო ძლიერი ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტური და დამოუკიდებელია მედია გარემო – ევროკომისიის ანგარიში
მთავარი

საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის გაფართოების პაკეტშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, “სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და...

დაწვრილებითDetails

ხანძარია შენობაში, სადაც ტელეკომპანია “ფორმულაა” განთავსებული

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
ხანძარია შენობაში, სადაც ტელეკომპანია “ფორმულაა” განთავსებული
მთავარი

ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, 9 სახანძრო მანქანა მუშაობს - "პირველების" ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ამ წუთებში 15-მდე ჯგუფი მიემართება. შენობაში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“, ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ტელეწამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: 5 ნოემბერს  საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და სამეგრელოში სამ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
იმერეთსა და სამეგრელოში სამ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთსა და სამეგრელოში ობიექტებს დარღვევების გამო  საწარმოო პროცესი შეუჩერა. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთისა და სამეგერელო-ზემო სვანეთის  დეპარტამენტების უფლებამოსილმა პირებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევებისთვის ობიექტებს  საწარმოო...

დაწვრილებითDetails

” ევროკომისიის ანგარიში არის გაბრაზებული და ობიექტურობას მოკლებული” – ლევან მახაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი
მთავარი

ეს არის ცალმხრივად, ბრიუსელიდან 5-6 ადამიანის მიერ დაწერილი, გაბრაზებული და ობიექტურობას მოკლებული ანგარიში, სადაც საქართველოს პოზიცია საერთოდ არ არის გათვალისწინებული, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა...

დაწვრილებითDetails

“თქვენ იხილეთ პრემიერი, რომელიც საუბრობდა დიალოგზე, ცდილობდა ჩვენი პოზიციის ახსნას…” – შალვა პაპუაშვილი „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ სამიტზე

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სამწუხაროდ, ბრიუსელმა აირჩია კონფრონტაციის გზა და არა დიალოგის გზა, ეს რა თქმა უნდა, არაევროპული ქცევაა, თუმცა ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დომინირებს - თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც...

დაწვრილებითDetails

“ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამოავლინა სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა” – გიორგი გახარია

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა – გიორგი გახარია
მთავარი

გუშინ ბრიუსელში ირაკლი კობახიძემ საჯაროდ გამოავლინა ის, რაც საქართველოში ყველამ დიდი ხანია იცის - და რაც ახლა ევროპამაც დაინახა: სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა, - ამის შესახებ პარტია „გახარია...

დაწვრილებითDetails

“ერთად უპოვიათ მანქანაში, ექსპერტებს უთქვამთ, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთო“ – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების შესახებ

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
“ერთად უპოვიათ მანქანაში, ექსპერტებს უთქვამთ, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთო“ – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების შესახებ
მთავარი

ქუ­თა­ის­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პულ ბი­ჭებს გლო­ვო­ბენ. უმ­ძი­მე­სია ის ტკი­ვი­ლი, რა­საც ახლა მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან. ტრა­გე­დია გუ­შინ, მწვა­ნეყ­ვა­ვი­ლას და­სახ­ლე­ბა­ში მოხ­და. რი­ო­ნ­ჰეს­თან ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე რი­ონ­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბილ­ში ორი...

დაწვრილებითDetails

თვითმფრინავში 16 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
თვითმფრინავში 16 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
მთავარი

პოლონეთში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც თვითმფრინავში 16 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენას ედავებიან. სასამართლომ ბრალდებულს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პოლონური გამოცემა RMF24-ის ინფორმაციით, შემთხვევა 30 ოქტომბერს,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"