LIVE TV
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

იმერეთში კორონავირუსის 119 შემთხვევა დაფიქსირდა

დაპოსტა 2021/01/29-ში
კორონავირუსი ქუთაისი
58
ნახვა
გაზიარება

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 669 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 29 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 311 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 681 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 630 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 669 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 256 956-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 637 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 247 096-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 148 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 669 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა – 40, იმერეთი – 119, ქვემო ქართლი – 41, შიდა ქართლი – 23, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 79, კახეთი – 49, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი -10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 686, საიდანაც: 2 731 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 375, აჭარაში – 195, იმერეთში – 512. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 610 პირი, მათ შორის, თბილისში – 289, აჭარაში – 47, იმერეთში – 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 167 პირი, მათგან თბილისში – 126, აჭარაში- 2, იმერეთში – 17. 322 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 – თბილისში, 97 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 3 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 521 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 220, ხოლო აჭარაში – 104

სულ 6 ოქტომბრიდან – 28 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 146 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 108 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 924 პირი, აჭარაში – 831, იმერეთში – 1 498”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების, არამედ მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების რეგიონი – ლევან მახაშვილი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ჩვენ ვიმყოფებით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე. ქართული დელეგაცია მონაწილეობას იღებს ძალიან მნიშვნელოვან დისკუსიებში, რომელიც ეხება შავ ზღვას,- განაცხადა დელეგაციის წევრმა, ლევან მახაშვილმა, რომელმაც PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო...

დაწვრილებითDetails

“„ნაცებმა“ აჩვენეს, რომ არაფერს ინანიებენ” – ლევან მაჭავარიანი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

„ნაცებმა“ აჩვენეს, რომ არაფერს ინანიებენ, რაც ჩადენილი აქვთ - მათ რომ საშუალება ჰქონდეთ, ერთი გრამი ძალაუფლება რომ ხელში ჩაიგდონ, იმაზე გაცილებით უარესს გააკეთებენ, ვიდრე იმ ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს, -...

დაწვრილებითDetails

რევაზ ნადარაიას მხრიდან ადგილი ჰქონდა სულ მცირე სამ პრობლემურ გარემოებას – სანდრო ბარამიძე

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე წერს. ბარამიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ...

დაწვრილებითDetails

“ქართული ოცნების“ სარჩელს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ არგუმენტაციასთან – ანა წითლიძე

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს 18-მა სხდომამ, განსაკუთრებით კითხვა-პასუხის რეჟიმმა, ნათლად აჩვენა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პროპაგანდის ბინძური სახე და ის, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ არგუმენტაციასთან, - ამის შესახებ „ერთიანი...

დაწვრილებითDetails

მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია გარდაიცვალა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლეთ ევროპის ეპარქია ავრცელებს. „ღვთივგანისვენა, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ , დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აკადემიური მუსიკის საღამო გაიმართება

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

29 ნოემბერს ქუთაისში აკადემიური მუსიკის კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, 19:00 საათზე დაიწყება. კონცერტის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტები №3 და №4. საღამოს სოლისტები...

დაწვრილებითDetails

არქეოლოგებმა მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე - მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა 30 ნოემბრამდე გადაიდო

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა 30 ნოემბრამდე გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საკონსტიტუციო სასამართლოში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, მომდევნო სხდომა 30 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება....

დაწვრილებითDetails

ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ181 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია...

დაწვრილებითDetails

მომსპარია გზები, არ ვიცი რა გვეშველება – ქუთაისში მიკროავტობუსის მძღოლები მუშაობაზე უარს აცხადებენ

ნოემბერი 25, 2026
0
ფოტო: ინფო იმერეთი
მთავარი

ქუთაისში, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლები ქალაქში საავტომობილი გზებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას აპროტესტებენ - ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. მათიო ცნობით, #100, #34 და #55 მიკროავტობუსის მძღოლები პროტესტის ნიშნად ე.წ საღორიის დასახლებაში გაჩერდნენ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».