LIVE TV
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ქართული ოცნების“ სარჩელს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ არგუმენტაციასთან – ანა წითლიძე

დაპოსტა 2026/11/25-ში
0
ნახვა
გაზიარება

საკონსტიტუციო სასამართლოს 18-მა სხდომამ, განსაკუთრებით კითხვა-პასუხის რეჟიმმა, ნათლად აჩვენა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პროპაგანდის ბინძური სახე და ის, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ არგუმენტაციასთან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო განხილვებისას მოსარჩელე მხარის „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ბრალდებების უმეტესობა მათ შორის 2008 წლის ომის დაწყებისა და სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის ნაწილში, გაბათილდა და მოსარჩელე მხარის არგუმენტები სრულად ჩამოიშალა.

ანა წითლიძის მტკიცებით, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ ისინი არ ადანაშაულებენ არც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და არც მიხეილ სააკაშვილს ომის დაწყებაში.

„საკონსტიტუციო სასამართლოს 18-მა სხდომამ განსაკუთრებით კითხვა-პასუხის რეჟიმმა, ნათლად აჩვენა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პროპაგანდის ბინძური სახე და ის, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ არგუმენტაციასთან. საკონსტიტუციო სასამართლოში ერთადერთ მტკიცებულებად მიღებული წულუკიანის კომისიის დასკვნა, როგორც აკინძული „ასავალ-დასავალი“, გაცამტვერდა.

პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ წულუკიანის აკინძული „ასავალ-დასავალი“, ანუ საგამოძიებო კომისიის დასკვნა – სადაც გვხვდება ისტორიები ფანტასტიკის ჟანრიდან: სპაიდერმენის კაცზე, ელარჯით წამებაზე და ა.შ. – არც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის აღმოჩნდა სარწმუნო და მიგვითითა გვეხელმძღვანელა საკონსტიტუციო სარჩელით.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი ბრალდებებიდან:

2008 წლის ომის ნაწილში – „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პროპაგანდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, საკონსტიტუციო სასამართლოში გაბათილდა! „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ ისინი არ ადანაშაულებენ არც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და არც მიხეილ სააკაშვილს ომის დაწყებაში. ეს საქართველოს მოქალაქეების და სახელმწიფოს გამარჯვებაა. კრემლმა უკან დაიხია. „ისკანდერზე“ ბათილია. კასეტურ ბომბებზე ბათილია. ბათილია ბრალდება, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა დავარღვიეთ!

კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც გაბათილდა და უკან წაიღო „ქართულმა ოცნებამ“, ეხება სასამართლო ხელისუფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნება“ გვედავებოდა, რომ ენმ-ის დროს სასამართლო ხელისუფლება იყო მართული, თუმცა კითხვა-პასუხის რეჟიმში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დაზუსტების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნაწილში ენმ-ის წინააღმდეგ ბრალდება მოხსნილია და არ გვედავება.

საკონსტიტუციო სარჩელში ე.წ. სისტემური დანაშაულების ნაწილში ენმ-ის წინააღმდეგ წარმოდგენილია 26 საქმე. 26 საქმიდან: ტყუილია და გაბათილდა ზურა ჟვანიას, გურამ შარაძის, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეები და ნიკა გელაშვილისა და გიორგი გაბუნიას საქმეები, გიორგი გამცემლიძის საქმე, ანუ 6 საქმე.

ხელახლა გამოიძიეს, მაგრამ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებია არავის ენმ-ის ლიდერს, არ არსებობს ბრალი და გაბათილდა – ყინწვისის სპეცოპერაციაზე, ზილის სპეცოპერაციაზე, ვეტერანების ძალადობის საქმეზე, აფრასიძეების საქმეზე; ჯამში: 4.

ლაფანყურის სპეცოპერაციაზე არ არსებობს ბრალი და გაბათილდა – ხელახლა საქმეც კი არ აღძრულა.

სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით – სასამართლოს წარედგინა 2013 წლის გვამის ექსჰუმაციის ექსპერტიზა, „ქართული ოცნების“ პირობებშივე გაკეთებული, სადაც არ დასტურდება „ქართული ოცნების“ ტყუილი თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ თეთრაძის საქმეზე ერთადერთი მოწმე ბედუკაძეა. როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით – როდესაც ამ საქმის გამომძიებელი და პროკურორი ორივე „ქართულ ოცნებაშია“, ერთი, რესან კონცელიძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატია, ვასილ როინიშვილი კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე – მით უმეტეს, რომ შავაძის საქმეზე არასათანადო გამოძიებას გვედავებოდნენ – ენმ-ის პასუხისმგებლობა რა შუაშია, გაუგებარია. სასამართლოს მხრიდან ამ კითხვის მოხსნამ ამ კითხვას თავისთავად გასცა პასუხი.

ანუ 26 საქმიდან 19 საქმე არის ტყუილი და გაბათილდა. 2 საქმეზე – მანიპულაცია.

დარჩა 7 საქმე – სადაც კონკრეტული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დამდგარია და ვერც ერთ შემთხვევაში პარტიასთან ბრალეული პირების კავშირი ვერ დადგინდა და „ოცნებამ“ ვერ დაასაბუთა.

საკონსტიტუციო სარჩელით წარდგენილ საკუთრების უფლების დარღვევაზე ასევე გაბათილდა ბრალდებები: 70 საქმიდან 59 საქმე მტკიცებულებების გარეშეა წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორი იქნება, ცხადია, რომ მათი არგუმენტები სრულად ჩამოიშალა”,- აცხადებს ანა წითლიძე.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

რევაზ ნადარაიას მხრიდან ადგილი ჰქონდა სულ მცირე სამ პრობლემურ გარემოებას – სანდრო ბარამიძე

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე წერს. ბარამიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ...

დაწვრილებითDetails

მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია გარდაიცვალა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია გარდაიცვალა. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. 24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აკადემიური მუსიკის საღამო გაიმართება

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

29 ნოემბერს ქუთაისში აკადემიური მუსიკის კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, 19:00 საათზე დაიწყება. კონცერტის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტები №3 და №4. საღამოს სოლისტები...

დაწვრილებითDetails

არქეოლოგებმა მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე - მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა 30 ნოემბრამდე გადაიდო

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა 30 ნოემბრამდე გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საკონსტიტუციო სასამართლოში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, მომდევნო სხდომა 30 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება....

დაწვრილებითDetails

ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ181 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია...

დაწვრილებითDetails

მომსპარია გზები, არ ვიცი რა გვეშველება – ქუთაისში მიკროავტობუსის მძღოლები მუშაობაზე უარს აცხადებენ

ნოემბერი 25, 2026
0
ფოტო: ინფო იმერეთი
მთავარი

ქუთაისში, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლები ქალაქში საავტომობილი გზებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას აპროტესტებენ - ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. მათიო ცნობით, #100, #34 და #55 მიკროავტობუსის მძღოლები პროტესტის ნიშნად ე.წ საღორიის დასახლებაში გაჩერდნენ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, ერთ-ერთ კორპუსში მდებარე ბინიდან აიყვანეს – სამშობიაროდან მოპარული კიდევ ერთმა ბავშვმა ბიოლოგიური ოჯახი იპოვა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

90-იან წლებში საქართველოს სამშობიაროებიდან ბავშვების მოპარვისა და უკანონო გაშვილების შემთხვევების გამოვლინებები კვლავ გრძელდება. ერთ-ერთი ასეთი ემოციური ისტორია ქუთაისელს მუსიკოსს, ჯგუფ „რევანშის“ წევრს გიორგი გურეშიძეს უკავშირდება, რომლის შესახებაც მან თამუნა მუსერიძის...

დაწვრილებითDetails

კაცი, რომლის სახლშიც ფონიჭალაში აფეთქება მოხდა, კლინიკაში გარდაიცვალა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახი ადასტურებს. კაცმა აფეთქების შედეგად სხეულის 87%-იანი თერმული დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, კრიტიკულად მძიმე...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

დღეს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება რეზოლუციის პროექტზე, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დებატები სტრასბურგში, ადგილობრივი დროით 18:30 საათის შემდეგ არის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».