LIVE TV
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რევაზ ნადარაიას მხრიდან ადგილი ჰქონდა სულ მცირე სამ პრობლემურ გარემოებას – სანდრო ბარამიძე

დაპოსტა 2026/11/25-ში
0
ნახვა
გაზიარება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე წერს.

ბარამიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას ქცევა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესზე სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სასამართლოს თავმჯდომარის ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის, ისე სასამართლო პროცესის სამართლიანად წარმართვასთან დაკავშირებით.

“კერძოდ, ადგილი ჰქონდა სულ მცირე სამ პრობლემურ გარემოებას:

პირველი: თავმჯდომარემ საერთოდ გამოტოვა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი, რომელზეც უნდა გარკვეულიყო, თუ რამდენად კანონიერად იყო მოპოვებული სარჩელზე დართული ერთადერთი „მტკიცებულება“ – პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და რამდენად რელევანტურია ამ ე.წ. მტკიცებულების დიდი ნაწილი განსახილველ დავასთან დაკავშირებით.

მეორე: თავმჯდომარემ არაერთხელ შეზღუდა მოპასუხე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შესაძლებლობა, დაესვათ კითხვები მოსარჩელის წარმომადგენლებისათვის. ამით, ჩემი შეფასებით, დაირღვა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები და ამასთან, საქართველოს ორგანული კანონით “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ და სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი პროცესუალური წესები.

მესამე: თავმჯდომარე სხდომის მიმდინარეობისას იყენებდა მოსამართლისთვის შეუფერებელ და არაპროფესიულ გამონათქვამებს, მათ შორის: “თქვენ ცრუობთ“, “უზრდელი ხართ“ და სხვა. ასეთი დამოკიდებულების ფონზე, მან ჯერ მოახდინა ნიკა გვარამიას პროვოცირება საპასუხო არანორმატიულ გამონათქვამებზე და საბოლოოდ, იგი სხდომიდან გააძევა, ისევ არასაპროცესო და შეუფერებელი ლექსიკის გამოყენებით: „გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი“.

ნებისმიერ ცივილიზებულ სასამართლოში მოსამართლის ფუნქციაა არა მხარეთა მიმართ საკუთარი გაღიზიანების გამოხატვა, არამედ პროცესის მიუკერძოებლად, ღირსეულად და კანონით დადგენილი წესების დაცვით წარმართვა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და დემოკრატიული პოლიტიკური პროცესისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხებს.

მიმაჩნია, რომ ამ გარემოებებმა უნდა გამოიწვიოს რევაზ ნადარაიას, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის ინიცირება შეუძლია მის უხუცეს მოადგილეს. ამჟამად ეს არის სერგო მეთოფიშვილი.

ვფიქრობ, მიზანშეწონილია, რომ ნიკა გვარამიას პარტიამ მიმართოს განცხადებით სერგო მეთოფიშვილს და მოითხოვოს რევაზ ნადარაიას მიერ მოსამართლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის საკითხის შესწავლა და კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაწყება.

არ მაქვს ილუზია, რომ ამ მიმართვას მოჰყვება სათანადო რეაგირება. დარწმუნებული ვარ, რომ მეთოფიშვილი საკითხს მსვლელობას არც კი მისცემს ან თუ მისცემს, საკითხი არ დასრულდება ბატონი ნადარაიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტით, თუმცა სამართლებრივი თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ შესაძლო დარღვევებზე რეაგირებისათვის კანონით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი გამოყენებული იყოს.

ასეთი მიმართვა და მასზე მიღებული გადაწყვეტილება ან გადაწყვეტილების მიუღებლობა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შემდგომი საჩივრის მომზადებისას, მათ შორის, იმის საჩვენებლად, თუ რა საშუალებები იქნა გამოყენებული სასამართლო პროცესის სამართლიანობისა და მხარეთა საპროცესო უფლებების დასაცავად“, – აცხადებს სანდრო ბარამიძე.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“ქართული ოცნების“ სარჩელს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ არგუმენტაციასთან – ანა წითლიძე

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს 18-მა სხდომამ, განსაკუთრებით კითხვა-პასუხის რეჟიმმა, ნათლად აჩვენა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პროპაგანდის ბინძური სახე და ის, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ არგუმენტაციასთან, - ამის შესახებ „ერთიანი...

დაწვრილებითDetails

მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია გარდაიცვალა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლეთ ევროპის ეპარქია ავრცელებს. „ღვთივგანისვენა, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ , დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აკადემიური მუსიკის საღამო გაიმართება

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

29 ნოემბერს ქუთაისში აკადემიური მუსიკის კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, 19:00 საათზე დაიწყება. კონცერტის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტები №3 და №4. საღამოს სოლისტები...

დაწვრილებითDetails

არქეოლოგებმა მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე - მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა 30 ნოემბრამდე გადაიდო

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა 30 ნოემბრამდე გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საკონსტიტუციო სასამართლოში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, მომდევნო სხდომა 30 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება....

დაწვრილებითDetails

ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ181 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია...

დაწვრილებითDetails

მომსპარია გზები, არ ვიცი რა გვეშველება – ქუთაისში მიკროავტობუსის მძღოლები მუშაობაზე უარს აცხადებენ

ნოემბერი 25, 2026
0
ფოტო: ინფო იმერეთი
მთავარი

ქუთაისში, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლები ქალაქში საავტომობილი გზებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას აპროტესტებენ - ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. მათიო ცნობით, #100, #34 და #55 მიკროავტობუსის მძღოლები პროტესტის ნიშნად ე.წ საღორიის დასახლებაში გაჩერდნენ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, ერთ-ერთ კორპუსში მდებარე ბინიდან აიყვანეს – სამშობიაროდან მოპარული კიდევ ერთმა ბავშვმა ბიოლოგიური ოჯახი იპოვა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

90-იან წლებში საქართველოს სამშობიაროებიდან ბავშვების მოპარვისა და უკანონო გაშვილების შემთხვევების გამოვლინებები კვლავ გრძელდება. ერთ-ერთი ასეთი ემოციური ისტორია ქუთაისელს მუსიკოსს, ჯგუფ „რევანშის“ წევრს გიორგი გურეშიძეს უკავშირდება, რომლის შესახებაც მან თამუნა მუსერიძის...

დაწვრილებითDetails

კაცი, რომლის სახლშიც ფონიჭალაში აფეთქება მოხდა, კლინიკაში გარდაიცვალა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახი ადასტურებს. კაცმა აფეთქების შედეგად სხეულის 87%-იანი თერმული დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, კრიტიკულად მძიმე...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

დღეს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება რეზოლუციის პროექტზე, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დებატები სტრასბურგში, ადგილობრივი დროით 18:30 საათის შემდეგ არის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».