LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ილონ მასკი ელექტრონული ჩიპების ადამიანებზე გამოცდას წელს გეგმავს

ილონ მასკი ელექტრონული ჩიპების ადამიანებზე გამოცდას წელს გეგმავს

დაპოსტა 2021/02/06-ში
A A
105
ნახვა
გაზიარება

კომპანიების Tesla და SpaceX დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, ბიოტექნოლოგიურმა სტარტაპმა Neuralink თავისი ელექტრონული ჩიპების ადამიანებზე გამოცდა, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყოს. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელ ტვიტერზე გაკეთებულ კომენტარში გააჟღერა.

“Neuralink ძალზე გულმოდგინედ მუშაობს იმპლანტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოსთან (FDA). თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ჩვენ შევძლებთ, ადამიანებზე ცდები მიმდინარე წლის ბოლოდან დავიწყოთ”, – ვკითხულობთ ილონ მასკის მიერ ტვიტერზე გაკეთებულ კომენტარში.

სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის განცხადებას სოციალური ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, რომლებმაც Neuralink-თან თანამშრომლობისა და მის კვლევებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის მიერ დაარსებული კომპანია უკვე რამდენიმე წელია, ულტრათხელი ელექტროდების შექმნაზე მუშაობს, რომლებიც ტვინში იმპლანტაციის შემდეგ ნეირონების სტიმულირებას მოახდენენ. მეცნიერთა მიზანი ზურგის ტვინის ტრავმით გამოწვეული კიდურების სრული ან ნაწილობრივი დამბლის მქონე, მხედველობა და სმენადაკარგული, ასევე ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების მკურნალობაა.

კომპანია Neuralink-ის მიერ შექმნილი ჩიპის პროტოტიპი, რომელიც ტვინს თმაზე თხელი სადენებით უკავშირდება. ფოტო: Neuralink
კომპანია Neuralink-ის მიერ შექმნილი ჩიპის პროტოტიპი, რომელიც ტვინს თმაზე თხელი სადენებით უკავშირდება. ფოტო: Neuralink

Neuralink საკუთარი ჩიპების ადამიანებზე გამოცდას ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოდან გეგმავდა, თუმცა ამ დრომდე კომპანიის კვლევებში მხოლოდ ცხოველები მონაწილეობენ. გასული წლის ზაფხულში ილონ მასკმა იუთუბის არხზე მიმდინარე ტრანსლაციის დროს მაყურებლებს ღორი, სახელად გერტრუდა წარუდგინა. პრეზენტაციამდე ორი თვით ადრე მას ჩიპი Link 0.9 ტვინის იმ ნაწილში ჩაუნერგეს, რომელიც დინგთანაა დაკავშირებული. როდესაც ცხოველი რამეს ყნოსავდა ან ჭამდა კომპიუტერი ტვინიდან მომავალ ძლიერ სიგნალებს აფიქსირებდა, რომლებიც ეკრანზე ჩნდებოდა, ღორის მოძრაობისას კი მოწყობილობა მისი კიდურების ადგილმდებარეობას მაღალი სიზუსტით განსაზღვრავდა.

ეკრანზე გერტრუდას ტვინიდან მომავალი სიგნალები ჩანს. წყარო: Neuralink
ეკრანზე გერტრუდას ტვინიდან მომავალი სიგნალები ჩანს. წყარო: Neuralink

ილონ მასკმა ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ბიოტექნოლოგიური სტარტაპის მიერ მიღწეული კიდევ ერთი წარმატების შესახებ შეატყობინა. მისი განცხადებით, Neuralink-მა მაიმუნს ტვინში თავისი უსადენო ელექტრონული ჩიპი ჩაუნერგა, რის შედეგადაც ცხოველი გონების ძალით ვიდეოთამაშებს თამაშობს. მასკს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ კომპანია უახლოეს მომავალში რამდენიმე ახალ ვიდეოს გამოაქვეყნებს, რომელშიც პროექტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი იქნება ნაჩვენები.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდაპირველად Neuralink-ის ჩიპის იმპლანტაცია ძალზე ძვირი ეღირება, თუმცა თანდათან მისი ფასი რამდენიმე ათას აშშ დოლარამდე შემცირდება. ახალი მოდელების გამოსვლასთან ერთად მომხმარებლები საკუთარ მოწყობილობებს განაახლებენ. კომპანიას ისეთი ტექნოლოგიის შექმნა აქვს განზრახული, რომლის საშუალებითაც ჩიპების ამოღება და შეცვლა მარტივი პროცედურით, ჯანმრთელობისთვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე, ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.

popx.ge

გაზიარება42

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია ხრამში ნაპოვნი მამაკაცის ვინაობა

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
ცნობილია ხრამში ნაპოვნი მამაკაცის ვინაობა
მთავარი

შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, ხრამ­ში 35 წლის მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი, სა­ვა­რუ­დოდ, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ხევ­ში გა­და­ვარ­და. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლი მა­მა­კა­ცი ნო­დარ მი­ქე­ლა­ძეა, რო­მე­ლიც სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და....

დაწვრილებითDetails

ხრამში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ხულოს მუნიციპალიტეტში ხრამში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.    

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
ქუთაისის მერია ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მერია ინფორმაციას ავრცელებს 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით. 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ეძღვნება ოჯახის სიწმინდის დღეს, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. 11:00 საათიდან მსვლელობის დასრულებამდე,...

დაწვრილებითDetails

16 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

16 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.     ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა...

დაწვრილებითDetails

ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
მთავარი

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.   გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს სტუ­დენ­ტი იყო და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი. გო­გო­ნა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და....

დაწვრილებითDetails

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   შესაძლოა, დღეს სხვადასხვა საკითხების მოგვარება ერთდროულად მოგიწიოთ. აკონტროლეთ ემოციები და საკუთარი შესაძლებლობები. ერთბაშად, რამდენიმე საქმის კეთება, ამ ეტაპზე, სავსებით შეუსაბამო და უადგილოა.   კურო   ცვლილებებისთვის კარგი დროა,...

დაწვრილებითDetails

17 მაისს გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღე გაგრძელდება… – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
მთავარი

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით 17 მაისს რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მსვლელობა 11:00 საათზე ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.  ...

დაწვრილებითDetails

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მე-8 ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მე-8 ახალგაზრდა გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა. “ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია, შესაბამისი პროცედურები გაგრძელდა ტრავმატოლოგიაში. ოპერაციების დასრულების შემდგომ,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის წერილს ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის სამადლობელ წერილს ავრცელებს: „ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის სამადლობელი სიტყვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XIV გაფართოებული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, ყვავილების მაღაზიაში ხანძარია

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ქუთაისში, ყვავილების მაღაზიაში ხანძარია
მთავარი

ქუთაისში, ბალახვანში ყვავილების მაღაზიაში ხანძარია. როგორც მეგა ტვ-ს წყარო უყვება , მაღაზია ხანძრის გაჩენის დროს დაკეტილი იყო. არსებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და პოლიცია.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"