დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება გააქტიურდება და ვაქცინაციის ტემპი მოიმატებს, ქვეყანა ახალ წელს ძველებურად შეხვდება.
“თუ დღევანდელი ტემპით წავედით, ჩვენს მიზანს ვასრულებთ, წლევანდელ მიზანს და უფრო მეტი გვეყოლება აცრილი.
თუ კიდევ მოვუმატეთ ტემპს – რაც მეტს ავცრით, მით მეტი და ძლიერი კოლექტიური იმუნიტეტი იქნება ქვეყანაში და ახალ წელს შევხვდებით ძველებურად” – განაცხადა გამყრელიძემ.










