თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში უხვი ნალექის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა.
ჩამოშლილმა მიწის მასამ მოძრაობის პრობლემები შექმნა სოფელ თუზი-თავასას დამაკავშირებელ ცენტრალურ გზასა და ცინაძეები-რიჟამაძეების საუბნო გზაზე.
უხვმა ნალექმა ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებაც გამოიწვია,რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა გოგნსა და ბარდუბანში მცხოვრებ 550 აბონენტს.
ძლიერი წვიმის შედეგად, პრობლემები შეიქმნა ასევე სოფელ ღვანკითშიც, სადაც ადიდებული ღელედან გადმოსულმა წყალმა გავაშელაშვილი-ქურცაძეების საუბნო გზა დატბორა.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება გზები და სანიაღვრეები.









