თბილისში 30 წლამდე კაცმა ცოლს სცემა და ხელი მოტეხა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა. ქალი 3 თვის ორსულია, ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც “მთავარ არხს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, კაცი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლით წარედგინა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
ინფორმაციას “მთავარი “ავრცელებს.









