ქაბულში რეაბილიტაციის და სოფლის რაიონების განვითარების სამინისტროს ოთხი თანაშმრომელი დაიღუპა „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ tolonews.com იუწყება.
თავდასხმა ავღანეთის დედაქალაქის ბაგ ი დაუდის რაიონში მოხდა. თავდამსხმელებმა ოთხი პირი მანქანაში ჩაცხრილეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ავღანეთში მოქმედ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ადგილობრივი პოლიცია იუწყება, რომ ბოლო დროს ქაბულში სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა წინააღმდეგ თავდასხმების რაოდენობა გაიზარდა










