Airbnb ვინი პუჰის სახლის ასლს აქირავებს. პროექტი Bearbnb ვინი პუჰის 95 წლის იუბილეს ეძღვნება.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
სახლის ინტერიერი და ექსტერიერი ნაწარმოების მიხედვითაა შექმნილი. სახლში 4 ადამიანი ეტევა. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ ვინი პუჰის ყოველდღიური ცხოვრების წესით იცხოვრონ და ეშდაუნის ტყის დათვალიერებაც შეეძლებათ, რომლის ინსპირაციითაც ვინი პუჰის სამყარო შეიქმნა.
სახლის დაჯავშნა 20 სექტემბრიდან მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ადამიანებს შეეძლებათ. ვინი პუჰის სახლში ერთი ღამის გატარება დაახლოებით $104 ეღირება, სტუმრებს კი კომპანია შეარჩევს.