ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, – ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით – „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“ 7 ოქტომბერს გაიმართება.
ევროპარლამენტში დებატები ადგილობრივი დროით 19:00 საათიდან დაიწყება. ასევე, ევროპარლამენტარები აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას კენჭს 8 ოქტომბერს უყრიან.










