ქუთაისელი მოძღვარი ექვთიმე სარალიძე იმერეთის სოფლების შემოვლას და ადგილობრივების დახმარებას იწყებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“ღმერთის წყალობით ვიწყებ შემოვლას იმერეთის სოფლების და გავესაუბრები ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომ გავიგო მათი გასაჭირი და შეძლებისდაგვარად გავუწიო მატერიალური დახმარება, რათა მოძლიერდნენ და გააძლიერონ სოფლები. მიზანია: სოფლებს დაუბრუნდნენ, ხოლო ისინი, ვინც სოფელში ცხოვრობენ, კიდევ უფრო გამტკიცდნენ”-წერს მოძღვარი.
მამა ექვთიმე მიიჩნევს, რომ საქართველოს ქუთაისი გადაარჩენს.
“ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო ნახავს, ქუთაისი როგორ წამოაყენებს და გადაარჩენს საქართველოს,”-წერს მოძღვარი.
მამა ექვთიმე სარალიძე საქველმოქმედო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული. ის პურსა და სურსათს მოქალაქეებს ხშირად ურიგებს.
ქუთაისელი მოძღვარი ვარდიგორას სამების ტაძარში მოღვაწეობს.
წყარო: ტოპნიუსი









