LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვენდობი მედიცინას, ყოველთვის ვცდილობ, მივმართო მას –  დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

ვენდობი მედიცინას, ყოველთვის ვცდილობ, მივმართო მას – დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

დაპოსტა 2021/08/27-ში
A A
92
ნახვა
გაზიარება

მე ავიცერი და ვფიქრობ, ამით ავირჩიე ჯანმრთელობა და ამავე დროს ავირჩიე სხვისი სიცოცხლის დაცვა, – ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

„მე, ზოგადად ვენდობი მედიცინას, ყოველთვის ვცდილობ, მივმართო მას  საჭიროების შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც, როდესაც ასეთი უმძიმესი ეპიდემიური ვითარებაა, რასაკვირველია, ერთმნიშვნელოვნად იყო სასიხარულო ფაქტი იმისა, რომ გამოჩნდა ვაქცინა, რომელიც გვიცავს სიკვდილისაგან და დაავადებისგანაც. ასევე დაავადების გადაცემისგან. მე თავად ავიცერი და ვფიქრობ, ავირჩიე ამით ჯანმრთელობა და ამავე დროს, ავირჩიე სხვისი სიცოცხლის დაცვაც. ჩემი არჩევანი არის ჩემი სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა მაჩუქა, მიბოძა, გავუფრთხილდე მას და უბრალოდ არ გავფანტო ის და ამავე დროს, არ გავხდე სხვისი უბედურების მონაწილე, თუ სხვას გადავდებ ჩემს სნეულებას. ასე რომ, ეს მოქმედება არის ორმხრივი, ვიცავ რა თავს, ვიცავ ჩემს გვერდში მყოფ ადამიანებს“,- განაცხადა დეკანოზმა.

 

მისი თქმით, ვაქცინა არ არის რელიგიური თემა.

 

„რაც შეეხება რელიგიურ მოტივს იმისას, რომ ვაქცინაში ხედავენ ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნებს, ვფიქრობ, ერთმნიშვნელოვნად სინოდმა ამ მხრივ მიიღო რა გადაწყვეტილება და აღნიშნა თავის კრების ოქმში, რომ ეს ვაქცინა არ არის რელიგიური თემა, დასვა წერტილი და ამაზე სპეკულირება მომავალში არ შეიძლება.

 

რაც შეეხება ზოგადად მეორედ მოსვლის თემას, რასაკვირველია, მეორედ მოსვლა აუცილებლად იქნება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მეორედ მოსვლა იქნება არა ანტიქრისტესი, არამედ ქრისტესი. ქრისტიანებს გვევალება, მაცხოვარს დაველოდოთ და არა ანტიქრისტეს. ჩვენ გვინდა შეხვედრა მაცხოვართან და არა ანტიქრისტესთან. ასე რომ, ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არის ქრისტესთან შეხვედრის საშუალება კიდევ ერთხელ მოცემული ღვთისაგან. ამიტომ მე ველი მაცხოვარს. ანტიქრისტეს გამოჩენა იმდენად ხმაურიანი იქნება, იმდენად ტვინის წამღები იქნება, იმდენად ზარ-ზეიმით მოვა, რომ მას რაღაც ნიშნები არ სჭირდება. ეს აღწერილია წმინდა წერილში“,- აღნიშნა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

 

​მისივე თქმით, ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, ჯანმრთელობა ისე განკარგოს, როგორც თავად უნდა, თუმცა დეკანოზი აღნიშნავს, რომ ვაქცინის არგამოყოენებისკენ მოწოდება არასწორია.

 

„ამავე დროს, არიან ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული შეხედულება აქვთ და რასაკვირველია, ამ ადამიანების დემონიზაციაც არ უნდა მოხდეს. ჩვენი ქვეყანა, მოსახლეობა არ უნდა დაიყოს კიდევ ერთხელ ორად და არ უნდა მოხდეს ერთმანეთზე ანგარიშსწორება, სიტყვიერი შეურაცხყოფა და ძალადობა. ასე რომ, ვისაც უფრო ჰგონია, რომ უფრო მეტი შეგრძნება აქვს, მეტი ხედვა აქვს, უფრო ფართოდ უყურებს და უფრო მეტი მოთმენისა და სიყვარულის ძალა აქვს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საქმეს და შეურაცხყოფას, ანგარიშსწორებას და რაღაც ცუდი სახელების დარქმევას უნდა მოვეშვათ. ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი ნება, თავად გადაწყვიტოს თავის ჯანმრთელობის შესახებ. ერთია, როდესაც ადამიანი თავის ჯანმრთელობის ავ-კარგიანობას თვითონ წყვეტს, მეორეა, როცა ამას არაკომპეტენტურად აკეთებს და ამის ტირაჟირებას ახდენს, რაც ძალიან ცუდია.

 

როცა შენ შეგიძლია, შენი ჯანმრთელობა შენ თვითონ ისე, როგორც გინდა წარმართო, მაგრამ არანაირად არ გაქვს იმის უფლება, რომ არაკომპეტენტური, ჭუჭყიანი, დაუბანელი ხელით ატარო ოპერაციები, ადამიანების სულში აფათურო და მოუწოდო ვაქცინის არგამოყენება და ამით სხვას მოუსწრაფო სიცოცხლე, რომ გენდონ შენ და ამით დათმონ თავისი სიცოცხლე. ყველას აქვს უფლება, აირჩიოს პირადი თავის სიცოცხლე. არაკომპეტენციაა, როდესაც შენ ფარგლებში არ მოქმედებ, არამედ გადადიხარ სხვა სფეროში. როდესაც აბსოლუტური უმრავლესობა იმ სფეროს პროფესიონალებისა ამბობენ ვაქცინის სიკეთეზე, მართლაც ღვთის ჯილდოა ადამიანის ხსნისთვის დღევანდელ მდგომარეობაში ადამიანის გადარჩენისთვის, ამას უგულებელყოფდე და ამას მოუწოდებდე სხვას, ეს ერთმნიშვნელოვნად დასაძრახი საქმეა. ცუდია, ვინც ამას აკეთებს. თუმცა, ადამიანს უნდა დავუტოვოთ არჩევანის თავისუფლება, თავის ჯანმრთელობა ისე განკარგოს, როგორც თვითონ უნდა. მოწოდება სხვა არის, მაგრამ ჯანმრთელობის განკარგვა სხვა არის. ვფიქრობ, ეს ორი რამ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან“,- განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ

გაზიარება37

დაკავშირებული -პოსტები

გუდაურში, ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გუდაურში ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა
მთავარი

26 წუთიანი რეანიმაცია და დაბრუნებული გულისცემა - კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის მე-5 ფილიალში გამოძახება შევიდა ლოზუნგით „არტერიული ჰიპერტენზია“. 1709 ბრიგადა უკვე გამოძახების ადგილთან ძალიან ახლოს იყო,...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა
მთავარი

„საშინელი ტრაგედია ტრიალებს“ - ცნობილია სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა. ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძეა. - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. როგორც უკვე ვწერდით, გუშინ სამტრედიაში...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი
მთავარი

ათენის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქის ტურისტულ რაიონში აფეთქება პარასკევს მოხდა, რის შედეგადაც, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი...

დაწვრილებითDetails

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
„A“ ლიგისთვის მზად არ ვართ” – ვილი სანიოლი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2028 წლის ბოლომდე ნაკრებს ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში მატარებელი 21 წლის ბიჭს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

„ადგილზე საშინელი სურათი იყო“ - სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. „მთავარი ამბების“ ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან ერთად, სავარაუდოდ, გურიაში მიდიოდა. გზად მანქანა გააჩერეს, რის...

დაწვრილებითDetails

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები...

დაწვრილებითDetails

დუშეთში ორი ადამიანი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჭრილი მამაკაცები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც უწყება...

დაწვრილებითDetails

თბილისში დაკარგული სკოლის 2 მოსწავლე იპოვეს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
თბილისში დაკარგული სკოლის 2 მოსწავლე იპოვეს
მთავარი

ვაკეში დაკარგული ბავშვები იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დაკარგული ბავშვის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ N54 საჯარო სკოლის 2 პირველკლასელი მოსწავლე დაიკარგა. "დღეს, ფალიაშვილის ქუჩიდან,...

დაწვრილებითDetails

სწავლა შეწყდა წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სწავლა შეწყდა წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. - ინფორმაციას გვერდი  "ამბები ქუთაისიდან" ავრცელებს. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. სკოლაში 90 მოსწავლე ირიცხება, რომლებიც ამ დროისთვის ონლაინრეჟიმში სწავლობენ. განიხილება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"