ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლების პასუხს 23 აპრილამდე ელოდებიან. რიონის ხეობის მცველის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მათ იმერეთის მხარის რწმუნებული დაუკავშირდა და ვადის გაგრძელება პარასკევამდე ითხოვა, რადგან კორონავირუსის გამო პრემიერ-მინისტრმა ამ დრომდე საკითხის განხილვა ვერ მოახერხა.
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების თქმით, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, აქციები ყველა ქალაქში გაგრძელდება და მასშტაბური შეკრება თბილისში გაიმართება.
ჰესის მოწინააღმდეეგების თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება დროის გაყვანას ცდილობს და შესაძლოა, კოვიდპანდემიის გამო მოხდეს ჩაკეტვა, რაც ხელისუფლებისთვისვე ცუდად აისახება.