საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები საქართველოს და ქართველ სამხედროებს მადლობას უხდიან საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს ვიდეო მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს “არ აქვს ჯარი, არც იარაღი და არც ექნება.“ ამ განცხადების გამო პრეზიდენტი გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია, “ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები“.
ბათუმში, ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს – ის ადგილზე გარდაიცვალა
ბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს, ის ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.










