ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლების პასუხს ელოდებიან – აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრს ვადას დღის ბოლომდე აძლევენ.
მათი თქმით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი ხვალიდან რადიკალურ ნაბიჯებს მიმართავენ.
რიონის ხეობის მცველები გუმათში რჩებიან. მათი მოთხოვნები უცვლელია, გზის გახსნა და ნამოხვანში შესვლა და კომპანიის მხირდან სამუშაოების შეჩერება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ყველა დიდ ქალაქში მასშტაბურ აქციას აანონსებენ და პროტესტის თბილისში გაგრძელებას გეგმავენ.
ხელისუფლებამ რიონის ხეობის მცველების მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად ვადა პარასკევამდე, 23 აპრილამდე ითხოვა.










