ქუთაისელმა ნიკოლოზ მანაგაძემ ჭადრაკში წლის საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი დაიმსახურა. იგი ბავშვებს უკვე წლებია ასწავლის და ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის ხელმძღვანელია . ასევე უნდა აღინიშნოს რომ ეს მისთვის პირველი გამარჯვებაა არაა. მეორე ადგილი ფედერაციამ თბილისელ საერთაშორისო ოსტატს, დავით ზარქუას მიანიჭა , ხოლო მესამე ადგილზე ასევე ქუთაისელი გიორგი ტყეშელაშვილი გავიდა.
გუდაურში, ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა – არიან დაშავებულები
გუდაურში ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...








