რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი Facebook გვერდზე ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ვიდეო პოსტს აქვეყნებს, სადაც სამოქმედო გეგმასა და მოსალოდნელ გეგმებზე საუბრობს.
“ჩვენ გადავალთ მოქმედებაზე აუცილებლად, ჩვენ ვუცდიდით იმ პირობების შესრულების ვადის გასვლას, რომელიც ხელისუფლებას უნდა შეესრულებინა. გავიდა მე-5 დღე,ხვალ დავრეკავთ ხელისუფლებლის წარმომადგენლებთან და მოვთხოვთ კონკრეტულ პასუხებს. როგორც მოითხოვს საქმე და საქმის ინტერესი მოვიქცევით ისე. ჩვენ პრაქტიკულად დაძლეული გვაქვს ძირითადი სირთულე, რასაც გაერთიანება ჰქვია. ხელისუფლებლა რᲐთქმაუნდა დროს წელავს, მაგრამ ჩვენ მუდმივად ვაჩვენებთ ჩვენს ძალებს, თუ გაიწელება პროცესი და გაცდება დათქმულ ვადებს ჩვენ გადავალთ ქმედით ნაბიჯებზე”- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.