
გერმანიაში შექმნეს დრონი, რომელსაც ადამიანების გადაყვანა შეუძლია. აპარატს ჰაერში 600 კილოგრამამდე წონის ტვირთის აწევა შეუძლია, ეს მაშინ, როცა არსებული დრონების ლიმიტი 300 კილოგრამით შემოიფარგლება. პროექტის ავტორთა ჩანაფიქრის მიხედვით, ახალ საფრენ აპარატს მცირე ზომის თვითმფრინავების ჩანაცვლება და საჰაერო ტაქსის ფუნქციების შესრულება შეეძლება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დრონი თავისი მოვალეობების შესრულებას 2-3 წელში შეუდგება, მანამდე კი მგზავრებთან ერთად არაერთ ტესტირებას გაივლის.









