LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით განცხადებას საპატრიარქო  ავრცელებს

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს

დაპოსტა 2019/10/04-ში
A A
80
ნახვა
გაზიარება

საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მამალაძისგან და მის მხარდამჭერთაგან შანტაჟი და ცილისმწამებლური კამპანია ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, ავადმყოფი პატიმრის მიმართ ეკლესია მაინც ვერ დარჩებოდა გულგრილი და გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს, თუ, რა თქმა უნდა, სათანადო საფუძველი იქნებოდა.

“მეგა ტვ” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ცნობილია, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით უკვე შვიდი თვეა საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, რომ იგი მძიმედაა ავად და ამ მოტივით ითხოვდნენ შუამდგომლობას ეკლესიისგან და შეწყალებას ხელისუფლებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ მამალაძისგან და მის მხარდამჭერთაგან შანტაჟი და ცილისმწამებლური კამპანია ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს (და ამის პასუხად ჩვენი პოზიცია ბოლოს ა.წ. 26 თებერვლის განცხადებაში დავაფიქსირეთ), ავადმყოფი პატიმრის მიმართ ეკლესია მაინც ვერ დარჩებოდა გულგრილი და გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს, თუ, რა თქმა უნდა, სათანადო საფუძველი იქნებოდა; ვინაიდან დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებობდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქომ არაერთხელ მიმართა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ისე სახალხო დამცველს რეალობის გასარკვევად.

სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა ბუნდოვანი პასუხი მოგვცა, ხოლო იუსტიციის სამინისტროდან სამი კვირის წინ მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის თანხმობა უნდა ყოფილიყო დაზარალებულის მხრიდან.

ეს პასუხი საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩვენი სამსახურის ხელმძღვანელმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა და ველოდებოდით პატიმრობაში მყოფისაგან გამოხმაურებას, რაც არ მომხდარა.

ა.წ. 1 ოქტომბერს კი უკვე საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ-ტაიმმა’’ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ,,ქცევა ატარებს დაყენებით (სიმულაციურ) ხასიათს.’’

ცოტა ხნით ადრე დაიბეჭდა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის წერილი, სადაც იგიც აღნიშნავდა, რომ, კვლევების შედეგებით დეკანოზის მხრიდან ავადმყოფობის სიმულაციას (მოგონებას) აქვს ადგილი, თუმცა არ ეთანხმება ექსპერტების დასკვნას და უნდობლობას უცხადებს მათ.

თუ მამალაძის მხარე ასე მართლაც ფიქრობს, ალბათ, მოითხოვენ მათი ნდობით აღჭურვილი ადგილობრივი ექსპერტების, ან საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, რისი უფლებაც მათ კანონით აქვთ, მაგრამ თუ აღნიშნული შეფასება სიმულაციის შესახებ ეჭვქვეშ ვერ დადგება, სიტუაცია რადიკალურად იცვლება და მამა გიორგის და მის დამცველთა ქმედება სულ სხვა კუთხით წარმოჩინდება, რაც მათ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას დააკისრებს.

ვფიქრობთ, აუცილებელია ექსპერტთა დასკვნა სრულად იქნას საზოგადოებისთვის მიწოდებული, რათა გაუგებრობას არ ჰქონდეს ადგილი“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

თეგები: გიორგი მამალაძესაპატრიარქო
გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

რა ღირს გრამი ოქრო

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 4 031 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასის...

დაწვრილებითDetails

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა…“ – მძიმე ავარია

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
ძველ თბილისში ქალი სასტიკად მოკლეს
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-სადახლოს გზაზე. ერთმანეთს „ფორდისა“ და „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად „ფოლკსვაგენის“ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ავტომობილი ამოტრიალდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა....

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

 29 ოქტომბერს ახალციხე-ფარეხას მონაკვეთზე საკონსერვო ქარხანასთან ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ. მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს....

დაწვრილებითDetails

წყალი 18:00 საათამდე შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, მთაწმინდის რაიონში, ლ.ქიაჩელის ქ. N28-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. „სამუშაოების მიმდინარეობისას 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი
მთავარი

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზისა და რადიოს მთელი გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი გამორჩეული თანამშრომლის ინგა მებონიას გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და პროფესიული გზა 25 წლის განმავლობაში ურყევად უკავშირდებოდა აჭარის რადიოს....

დაწვრილებითDetails

“სამორინეებთან დაკავშირებული ინიციატივა მოულოდნელია, ჩვენთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა ” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
სახელმწიფოს მხრიდან ეს არის შემოთავაზება, თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას – ანდრია ჯაღმაიძე
მთავარი

ჯერჯერობით საპატრიარქოში საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ, ფართო მსჯელობა არ გამართულა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება, - ამის...

დაწვრილებითDetails

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბიოლოგიის დეპარტამენტის ღვაწლმოსილი თანამშრომლის, ციცო მსხვილიძის გარდაცვალების გამო. ქალბატონი ციცო ექვსი ათეული წლის განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა საუნივერსიტეტო საქმეს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
ქუთაისში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა
მთავარი

ქუთაისში 5 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს აპენდიციტის ოპერაცია ჩაუტარდა ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების N31 ფილიალი აღსაზრდელის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „დღეს ჩვენი ბაღისთვის ძალიან მძიმე და სევდიანი დღეა…...

დაწვრილებითDetails

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა, 2 ნოემბრიდან დაიწყება

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა, 2 ნოემბრიდან დაიწყება
მთავარი

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა, 2 ნოემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორმების შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge...

დაწვრილებითDetails

ცნობილია , ძმის ქორწილში მოკლული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
ცნობილია , ძმის ქორწილში მოკლული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა
მთავარი

თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი, გური ბოიკო მოკლეს. შემთხვევა 26 ოქტომბერს  რესტორან „ლისი მერესთან“ მოხდა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოკლულის ახლობლები ავრცელებენ. „და ეს დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად... გური, დეიდა ჩემთვის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"