ხმაური ოზურგეთში – ფქვილის საწარმო “გულისტანის” შენობასთან კომპანიის მუშები გაიფიცნენ. სიტუაცია ადგილზე უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქული ინვესტიციებით აშენებულ საწარმოს, თურქეთის კონსული ვითარებაში გარკვევის მიზნით ესტუმრა. გაფიცულები მასთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.
ჭიშკართან შეკრებილები პროტესტის ნიშნად პროდუქტით დატვირთულ ტრაილერს ეზოს დატოვების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. მას შემდეგ რაც ტრაილერმა ტერიტორიიდან გასვლა თურქეთის კონსულის მანქანასთან ერთად სცადა, ვითარება დაიძაბა.
უშედეგოდ დასრულდა გურიის გუბერნატორსა და მუშებს შორის მოლაპარაკებაც. გაფიცულები ხელფასის გაზრდასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
Mtavari.tv










