LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გადაქცევა, გონიერი და ანგარიშგასაწევი პოზიციაა – პაატა ზაქარეიშვილი

დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გადაქცევა, გონიერი და ანგარიშგასაწევი პოზიციაა – პაატა ზაქარეიშვილი

დაპოსტა 2019/10/14-ში
A A
65
ნახვა
გაზიარება

დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გადაქცევა, გონიერი და ანგარიშგასაწევი პოზიციაა, თუ ხელისუფლება ამაზე წამსვლელია და კომისიები მუშაობენ ქართულ-აზერბაიჯანულ დონეზე, მათ უნდა დავუსვათ კითხვა – განიხილებოდა თუ არა საერთოდ ეს ვარიანტი, – ამის შესახებ კონლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ინიციატივას გამოეხმაურა დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიებად გამოცხადების თაობაზე.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ანა დოლიძის მიერ დღეს დაყენებული ინიციატივა ექსპერტულ წრეებში დიდი ხანია განიხილება. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ „იუნესკო“ და სხვა ბუნების დაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციები „სიამოვნებით ჩაერთვებოდნენ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში“.

„ეს წინადადება დიდი ხანია მაგიდაზე დევს და ობიც კი მოეკიდა. ვთვლი, რომ სტატუს-კვოს შენარჩუნება სჯობს, ვიდრე სახელმწიფო საზღვრის გამო დაძაბულობის შექმნა. დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიებად გადაქცევა არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც რატომღაც წინ ვერ მიდის. ექსპერტების და ეკოლოგების დონეზე იყო შემოთავაზება, რომ ეკოლოგიური არეალი უფრო ფართოა ამ რეგიონის, ვიდრე სამონასტრო კომპლექსის და შეიძლება ამ კონტექსტში ყოფილიყო გააზრებული. მგონია, რომ ეს გონიერი და ანგარიშგასაწევი პოზიციაა და თუ ხელისუფლება ამაზე წამსვლელია და კომისიები მუშაობენ ქართულ-აზერბაიჯანულ დონეზე, მათ უნდა დავუსვათ კითხვა-განიხილებოდა თუ არა საერთოდ ეს ვარიანტი. თუ განიხილებოდა და სხვადასხვა მიზეზების და დასაბუთებული არგუმენტების გამო იქნა უარყოფილი. საჭიროა ამაზე ხელისუფლებამ პასუხი გასცეს და მსჯელობა მაინც დაიწყოს. ქართულ და აზერბაიჯანულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს პასუხი მიდის თუ არა ამაზე მსჯელობა, თუ მიდის და მიდიოდა, რატომ ეთქვა უარი თავის დროზე, ან ახლა რატომ ეუბნებიან უარს. ანუ, რა პლუსები და მინუსები აქვს, შეიძლება დამაჯერებელი არგუმენტები იყოს, მაგრამ მე ვერ ვხედავ დამაჯერებელ არგუმენტებს“, – აცხადებას პაატა ზაქარეიშვილი.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით, მას ხელისუფლებასთან შეთავაზება აქვს. შეთავაზება გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადებას ითვალისწინებს. ანა დოლიძის განცხადებით, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობებისა და ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისათვის, ასევე ტერიტორიის საერთაშორისო მასშტაბის მემკვიდრეობის ძეგლად ქცევისთვის.

თეგები: დავით გარეჯირელიგიასაქართველოსომხეთი
გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. ინფორმაციას სოციაურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭის ახლობლები ავრცელებენ. როგორც კომენტარებიდან ირკევვა შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

თბილისში მოკლული არასრულწლოვანი დათო ნა­რი­მა­ნი­ძეა

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
თბილისში მოკლული არასრულწლოვანი დათო ნა­რი­მა­ნი­ძეა
მთავარი

თბი­ლის­ში გამ­თე­ნი­ი­სას მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვან­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა. "გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 10 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი სკუტერით მოძრავ არასრულწლოვანს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ავტომობილი სკუტერით მოძრავ არასრულწლოვანს დაეჯახა
მთავარი

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სკუტერით მოძრავ არასრულწლოვანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მოზარდი მსუბუქად დაშავდა. როგორც ცნობილია, არასრულწლოვნის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, მას მხოლოდ...

დაწვრილებითDetails

Wizz Air აბუ-დაბიში ფრენების აღდგენას გეგმავს

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვინც Wizz Air-ით დაფრინავს
მთავარი

Wizz Air-მა დუბაისა და აბუ-დაბიში დაბრუნების შესახებ მიანიშნა და განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ეს ორი ქალაქი, ასევე ჯედა და ამანი, ავიაკომპანიის მიმართულებების ქსელს უბრუნდება. ავიაკომპანია 12 მიმართულებით კვირაში 49 რეისს...

დაწვრილებითDetails

“ბარაქაში” კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა – ობიექტი დაჯარიმდა

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
“ბარაქაში” კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა – ობიექტი დაჯარიმდა
მთავარი

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ინდივიდუალური მეწარმეების ნ. მ-ის (ქობულეთი, რუსთაველის მეორე ჩიხი N13) და ა....

დაწვრილებითDetails

ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა – დაკავებულია არასრუწლოვანი პირი

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა 22 წლის მოდელი – რას წერს მედია

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
გარდაიცვალა 22 წლის მოდელი – რას წერს მედია
მთავარი

“მის ავ­სტრია 2024“-ის ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი, 22 წლის ლუ­ჩია სი­სი­ჩი გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა სი­ლა­მა­ზის დე­დო­ფა­ლი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გუ­ლის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძო­და. სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია ორ­გა­ნი­ზა­ცია Mission Austria-მ ოფი­ცი­ა­ლურ Facebook-გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სამ­ძიმ­რის წე­რი­ლით...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ხელოვანის სპექტაკლი ნიუ-იორკში, Times Square-ზე

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ქუთაისელი ხელოვანის სპექტაკლი ნიუ-იორკში, Times Square-ზე
მთავარი

27 სექტემბერს, პირველად ამერიკაში, ნიუ-იორკში, Times Square-ზე, ქართული თეატრი მაყურებლის წინაშე წარსდგება სპექტაკლით „7ა კლასი“. სპექტაკლი 90-იანი წლების ემიგრაციის თემას ეხება და დედა-შვილის განშორების მტკივნეულ ისტორიას გვიყვება. სპექტაკლში მონაწილეობენ ქართველი...

დაწვრილებითDetails

ვანელი სპორტსმენი ბეჟან ხურციძე სამბოს ტურნირის გამარჯვებულია

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ვანელი სპორტსმენი ბეჟან ხურციძე სამბოს ტურნირის გამარჯვებულია
მთავარი

ვანელი სპორტსმენი ბეჟან ხურციძე სამბოს ტურნირის გამარჯვებული გახდა. 7-8 სექტემბერს მცხეთაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის მემორიალური ტურნირი გაიმართა, სადაც იმერელმა სპორტსმენმა სამბოში (18+) დიდებში, 71კგ წონით კატეგორიაში ოქროს...

დაწვრილებითDetails

რა იცვლება ID ბარათებში

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
რა იცვლება ID ბარათებში
მთავარი

პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე (ID ბარათზე) დატანილი QR კოდის მეშვეობით, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, მარტივად ისარგებლონ სხვადასხვა ფასდაკლებით. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობითვე, დოკუმენტზე სტუდენტის აქტიური სტატუსის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"