გერმანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, “სპუტნიკ V”-ის შეძენასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.
რუსული ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება დამოკიდებულია იმაზე, მიაწვდის თუ არა რუსეთი ევროპის წამლების სააგენტოს ვაქცინასთან დაკავშირებით აუცილებელ მონაცემებს.
ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებს განუცხადა, რომ ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით რუსეთთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას არ გეგმავს.
სწორედ ამიტომ გერმანია მოსკოვთან წინასწარი მოლაპარაკებების დაწყებას თავად განიხილავს. გერმანიას სურს, განსზღვროს, თუ რა რაოდენობის ვაქცინის და რა ვადებში მიწოდებას შეძლებს რუსული მხარე.
გერმანია რუსეთისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ მას ევროპის წამლების სააგენტო დაამტკიცებს!