ქუთაისის “ტორპედოს“ ფანკლუბი “ჯუნგლები“ პროტესტის ნიშნად თამაშებზე სიარულს წყვეტს. გულშემატკივრების განცხადებით, ისინი ტრიბუნაზე მანამ არ დაბრუნდებიან, სანამ გუნდის მთავარი მწვრთნელი დირკ შუსტერი პოსტს არ დატოვებს და კლუბში რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდება.
,,
ერთი წლის წინ, როცა შუსტერის გაშვებას ვითხოვდით, პროტესტის ნიშნად რამდენიმე თამაში ტრიბუნა დავტოვეთ.
შემდეგ გვქონდა საუბრები კლუბის ხელმძღვანელობასთან და გუნდის კაპიტანთან. პატივი ვეცით მათ სიტყვას, გადავდგით ნაბიჯი უკან და დავბრუნდით ტრიბუნაზე, რადგან გვჯეროდა, რომ “ტორპედოს” ინტერესები ყველაფერზე მაღლა იდგა და სიტუაცია გამოსწორდებოდა.
დღეს, ერთი წლის შემდეგ, ვხედავთ, რომ მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა ყველაფერი უფრო უარესობისკენ წავიდა.
დღეს “ტორპედო” არ ჰგავს იმ გუნდს, რომელსაც ეს ქალაქი იმსახურებს. გადახედეთ შემადგენლობას, არავიზე ნაკლები გუნდი არ გვყავს, მაგრამ მოედანზე არ ჩანს არც იდეა, არც ტაქტიკა, არც ხასიათი, არც ბრძოლა და გუნდი ყოველ მატჩში ქაოსურად გამოიყურება..
“ზირასთან” ორი მატჩის ჯამში 0:6 ეს მხოლოდ მარცხი არ არის. ეს არის სირცხვილი, რომელიც თითოეულ “ტორპედოელს” გულში გვირტყამს!!! ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო. გვეგონა, რომ ამის შემდეგ მაინც მიიღებდა ხელმძღვანელობა ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, მაგრამ ისევ დუმილი ვიხილეთ..
ამ მწვრთნელის ხელში “ტორპედოს” მომავალი განწირულია. ამას აღარ ამბობს მხოლოდ ტრიბუნა, ამას ამბობს მთელი ქუთაისი!!!
ჩვენ ვტოვებთ ტრიბუნას და ვტოვებთ იქამდე, სანამ “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი არ შეიცვლება და გუნდში რადიკალური ცვლილებები არ მოხდება..
შარშან ბევრი რამ გავითვალისწინეთ და დავბრუნდით დღეს კი ფაქტია, რო ყველამ თავი მოვიტყუეთ.
ჩვენი პოზიცია საბოლოოა რომელსაც არანაირი დაპირება და არანაირი თხოვნა აღარ შეცვლის!!!
წესით არჩევანის გაკეთება მარტივი უნდა იყოს ერთ მხარეს შუსტერია; მეორე მხარეს კი “ტორპედო” ფანები და ქუთაისი:
და სწორედ ამ არჩევანზეა დამოკიდებული როგორი იქნება “ტორპედოს” მომავალი..” – წერენ ,,ჯუნგლები” სოციალირ ქსელშიმ
აზერბაიჯანულ „ზირასთან“ განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, დირკ შუსტერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი გადადგომას არ აპირებს და გუნდში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.









