ახალი ”ფორსაჟის” ტრეილერის 15 წამიანი ტიზერი გავრცელდა,რომელშიც თბილისი ჩანს.
Fast and Furious 9-ის მთავარი როლის შემსრულებელ ვინ დიზელსა და თავისუფლების მოედანს ვხედავთ.
ცნობილია, რომ ფილმის სრული ტრეილერი 31 იანვარს გამოვა, ფილმის პრემიერა კი 22 მაისს შედგება.
ჰოლივუდური ფილმის გადაღებები 18 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე, თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, მათ შორის, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის გამზირებზე, თავისუფლების მოედანსა და ნუცუბიძეზე მიმდინარეობდა.
Fast and Furious 9 საქართველოში, Enterprise Georgia-ს მხარდაჭერით, პროგრამა „გადაიღე საქართველოშის“ ფარგლებში გადაიღეს.