ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე 1984 წელს დაბადებული მამაკაცი მოკლეს.
შემთხვევას წინ დაპირისპირება უძღოდა. დაკავებულია 1086 წელს დაბადებული პირი, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება.
“ბრალდებულსა და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა,
ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









