“ბევრ სხვადასხვა მოსაზრებას ვკითხულობ და ვისმენ იმაზე, რომ კოვის 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა კატეგორიულად არ უნდა გაიკეთონ და რომ აცრა, არაფერს შველის.
მოსაზრებები და კითხვები: ორჯერ აცრილებიც ხომ ავადდებიან? ხომ არიან გადამტანები? ბევრი კვდება, მაგრამ ამას მალავენ (?) აცრილებიც მძიმდებიან, ორ წელიწადში იწვევს სხვადასხვა დაავადებებს, ვერ დაორსულდები და ა.შ.
მოკლედ, ვინ სად და რას კითხულობს არ ვიცი. ან რატომ აქვთ ასეთი კატეგორიული ურწმუნობა, არაერთი დადებითი ფაქტის მიუხედავად. მათ შორის ჩემი პირადი მაგალითიც, მაინც არ სჯერათ

ბევრჯერ შევიკავე თავი დაწერისგან რომ ვინმეს, მათ შორის ჩემს საყვარელ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აცრას, უნებურად არ ვატკინო გული. მაგრამ, მაინც უნდა დავწერო!!!!
ზოგის კატეგორიული მიდგომა და უარგუმენტო მსჯელობა, დაურწმუნებლობა, ფაქტების გარეშე, მითებით სუბარი, მოგონილი ამბები, რომელსაც თავადვე თხზავენ და ავრცელებენ, ადამინები რომლებიც მათ შორის არიან ექიმები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები.
COVID 19-ის აცრა არაა მარტო პირადი კეთილდღეობის საქმე, ეს არის საზოგადოებრივი სიკეთე. პირადად შეიძლება იმკურნალო კბილზე, გაიკეთო ტეტანუსის აცრა, მიიღო ანტიბიოტიკი (ისიც ექიმის დანიშნული და არა ზოგადი ცოდნით) კორონას პანდემიის დროს კი, მით უფრო, როცა საშინელი “დელტა” შტამი აღარ ინდობს ადამიანებს და დღეში 70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს, ვაქცინის გაკეთება არის საზოგადოებრივი სიკეთე!!!!!
კიდევ ბევრს დავწერდი ამ თემაზე, მაგრამ არ მინდა თავი შეგაწყინოთ. წაიკითხეთ ეს სტატია, იმედია გაეცემა თქვენს კითხვებს პასუხი.
#მეავიცერი !!! რადგან ვზრუნავ როგორც ჩემს, ასევე თქვენს ჯანმრთელობაზე და სიცოცხელზე!
” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი.