ბატონი ცერცვაძე არის ბარიგა – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით საქართველში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში არიან გაყოფილი, რაც ძალიან სამწუხაროა.
“დავიღალე იმის მოსმენით რომ, ჩამოდიან ვიღაცები ამერიკიდან და უყურებენ რა მაგრად მართავთ ეპიდებიას, რომ ჩვენთან საუკეთესო კლინიკური კვლევები ტარდება ან კიდევ რემდესივირი, ბატონი ცერცვაძე არის რემდესივირის ბარიგა, სხვა სიტყვას ვეღარ დაარქმევ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში თქვა რომ, არ ვარგა ეს წამალი, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირს, ფასთან შედარებით შედეგი არ არის. 11 დღიდან შეიძლება 10 დღე იყოს ადამიანი რეანიმაციაში. არსებითი ცვლილება არ აქვს, მაგრამ იმდენი რესურსი იხარჯება რომ არ ღირს. სახელწიფო იძახის რომ რემდესივირი უფასოდ არის შემოტანილი, ბატონ ცერცვაძეს დაავიწყდა რომ 400 ათასი ლარი თუ დოლარი იყო გადახდილი რემდესივირში. საქართველოში სამწუხაროა რომ ჯანდაცვლის თითქმის ყველა სპეციალისტი და ექსპერტი გაყოფილია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაში. ყველა აკეთებს იმ დასკვნას, რომელიც არის ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ინტერესში, მაგრამ ადამიანზე არავინ არ ფიქრობს.” – განაცხადა გიროგი ფხაკაძემ “მეგა ტვ”-თან ინტერვიუს დროს.









