ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. დაღუპული 17 წლის ირაკლი ირემაძეა.
17 წლის ბიჭი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იყო დასაქმებული. სამუშაოებს კომპანია “ალიგატორი 1” აწარმოებდა.










