ახალგაზრდული გაერთიანება “ჩვენ ვარსებობთ – ხმა აფხაზეთიდან”, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობას მდინარე ენგურში, ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების არასრულწლოვანი შვილების ფინანსური უზრუნველყოფის ინიციატივით მიმართავს.
გაერთიანება წერს, რომ ენგურის ტრაგედიის დროს დაღუპულთაგან თამუნა ცატავას, ორი არასრულწლოვანი, ელგუჯა გვალიასა და მაყვალა გამისონიას კი 7 წლის ილია დარჩათ.
აღნიშნული ორგნაზიაციის განცხადებით დაღუპული პირების საქმე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობააცაა , ინაიდან, ენგურზე ე.წ. შავი გზით გადმოსვლის მცდელობა, ნაწილობრივ მთავრობის მიერ დაწესებულ 5 დღიან კარანტინს უკავშირდება.
საქართველოს მთავრობა ვალდებულია, აიღოს პასუხისლმეგებლობა საკუთარ მოქალაქეებზე და არასრულწლოვანთა სრულყოფილი ცხოვრება უზრუნველყოს 18 წლამდე
ისინი იმედს გამოვთქვამენ, რომ მთავრობის მეთაური აიღებს მის წილ პასუხისმგებლობას და ჩვენს ინიციატივას ადეკვატურად გამოეხმაურება.










