ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება.
ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. ბინაში 75 წლამდე ასაკის ქალი იმყოფებოდა. ის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ბორჯომის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას სამედიცინო კვლევები უტარდება.
ბორჯომის მერის ოთარ არბოლიშვილის განცხადებით, ლიკანში მოხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. როგორ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ღამის გათენება დაახლოებით 30 ადამიანს სჭირდება, რომელთა დაბინავებას სასტუმროებში მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.










